კარგია თუ იმას აკეთებ რაც მოგწონს და სამსახურიც ისეთი გაქვს როგორც გინდოდა. თუმცა რამდენიმე ხანში ასე თუ ისეა მაინც გბეზრდება. ათვიცნობიერებ რომ უბრალოდ დაქირავებული მუშა ხარ. გინდა შექმნა რაიმე შენი დაიწყო შენი ბიზნესი მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო რომელსაც სამსახურით ვერ დააგროვებ. ვერც სამსახურიდან წამოხვალ რადგან დიდი რისკია. ამიტომ მე ვფიქრობ კარგი გამოსავალია დაიწყო მუშაობა სამსახურის შემდეგ. ოღონდ ისეთი რომელიც არ დაგღლის და გაერთობი.

ეს იქნება ასევე შენი დამატებითი შემოსავლის წყარო ან არ იქნება უბრალოდ გეყოფა იმისთვის რომ რაიმე ახალი აკეთო.

 

ვისაც სამსახურის შემდეგ ცხოვრების არ სჯერა მოდით ერთად გავიაროთ ეგებ შეიძლება რაიმეს სარფიანის გაკეთებაც კი.

 

1) ვებ დიზაინი

არაფერი არ გიშლის ხელს იმაში რომ კვირაში რამოდენიმე საათი გამოძებნო დიზაინის კურსებისთვის თუნდაც გადაიხადო ფული ამის სწავლაში. შეგიძლია ისწავლო ინტერნეტით. სცადე რამოდენიმე დიზაინის გაკეთება ჰკითხე მეგობრებს აზრი. არასდროს არ თქვა რომ მე დამწყებივარ ისეთის გაკეთება ჯერ არ შემიძლია როგორიც არტ დირექტორმა ან ვინმემ ვინცარუნდა იყოს. მთავარი კრიტიკოსი შენი თავი უნდა იყოს აიღე და შეადარე პროფესიონალების ნამუშევრებს. და მაშინ როდესაც იტყვი რომ მე შემიძლია ან მე შევძლებს ავიღო შეკვეთა და გავაკეთო დედისერთა ვერ გვერდი მაშინ მოიწყვე პატარა სამუშაო კუთხე და აიღე შეკვეთები. 

 

2) დაიწყე ბლოგერობა

ისევე როგორც მე. ვფიქრობ საუკეთესო გასართობია ჩემთვის და ასევე ბევრისთვის. მართალია დამატებითი შემოსავლის წყარო არ იქნება მაგრამ თუ საინტერესო პოსტები გექნება რომლებსაც ხალხი წაიკითხავს და შემოვლენ საიტზე, ვფიქრობ ერთ-ორი კლიენტი გეყოლება ვინც პოსტს დაგიკვეთავს ან რეკლამას დადებს შენ საიტზე.

 

3) ვებ დეველოპერი

ვებ დეველოპერი

მართალია კომპლექსურია თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალიან მარტივი სასწავლია. ათასობით ონლაინ კურსია რითაც შეიძლება ისწავლო ძალიან კარგად, პროგრამირება და ვებ დეველოპერობა. მე ყველაზე მეტად ის მომწონს ამ პროფესიაში, რომ შეგიძლია ძალიან მაგრად ისწავლო მხოლოდ შენით ეს საქმე. ისწავლო საფუძვლები და შემდეგ ნებისმიერი რაიმე დაგუგლო და ნახო თუ როგორ გააკეთო. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება გექნება. შეგიძლია შემქნა შენი პროექტები ან იმუსაო რემოუტად. მე პირადად ამ სპეციალობით ვმუშაობ და საათში დაახლლოებით 28 ლარი მაქვს ანაზღაურება. მინდა ვთქვა რომ ეს საქმიანობა ბავშვობიდან მიტაცებდა და ყველაფერი ჩემით ვისწავლე. რაც შეიძლება დაგჭირდეს ამ სფეროში და რაიმე პრობლემას წააწყდე ყველაფრის სოლუშენს ნახავ გუგლში უბრალოდ უნდა იცოდე სწორად დაგუგლო.

 

4) დაწერე წიგნი

რატომაც არა? მე არ მჯერა რომ ის ბუბმერაზი კლასიკოსები რომლები ცნობილია თუნდაც საქართველოში არაფრით არარიან თქვენზე უკეთესები გინდ ფანტაზიაში გინდ სხვა დანარჩენში. თუ ვაჟა ფშაველას შეუძლია ათას ყლეობაზე დაეწერა და კარგად გაესაღებინა შენ რატომ არ სეგიძლია? დარწმუნებულივარ თუნდაც "სტუმარ-მასპინძელი" რომელიც სკოლაში ისწავლება. არმჯერა და ვერავინ დამაჯერებს იმაში რომ ამის დაწერას განსაკუტრებული ნიჭი უნდა. შეგიძლია დაწერო ფილმის სიუჟეტი. დაწერო რაღაც თემაზე კვლევა. შენი ნამუშევარი და ასე შემდეგ. ეს მე ვფიქრობ რთული არ არის. აარჩიე ისეთი თემა რაც გქონია რომ გაიყიდება ან უბრალოდ ადექი და რაც გისწორდება ის დაწერე. დადევი amazon ზე ან სადმე ონლაინ წიგნების მარკეტზე. დაადე ფასი და ნახავ როგორ გაიყიდება შენი წიგნიც.

 

5) პოდქასტი

ამისთის დაგჭირდება მიკროფონი. დაიწყე პოდქასტი ისეთ თემებზე რაც ხალხისთვის საინტერესოა ან რაც კარგად გაიყიდება ან რაზეც შენ გისწორდება. თუ მოახერხებ შენი აუდიტორიის მოზიდვას მაშინ ეს შეიძლება ბიზნესადაც აქციო. აიღე რეკლამები. მოიზიდე ინვესტორები და გაუკეთე მათ რეკლამა. ძალიან მარტივია. 

 

6) ტელეფონის ჩასადებების ბიზნესი

შექმენი შენი დიზაინის ჩასადებები. სწორად განსაზღვრე რა არის ტრენდული და მალე შესთავაზე კლიენტს. თუ ამას სწორად გააკეთებ საკმაოდ კარგი დამატებითი შემოსავალი გექნება. კეისების გაკეთება შეიძლება ყველგან სარეკლამოში, სხვადასხვა ვებ გვერდებზე, ebay ზე alibaba ზე და ასე შემდეგ. ან იყიდე ისეთი კეისები რომლებსაც ფიქრობ რომ გაყიდვა არ გაუჭირდება. ნახე იაფად ჩინურ საიტზე თუნდაც და ჩამოიტანე.

 

7) ფასდაკლებები

ეს საზღვარგარეთ ცნობილი თემაა. უმეტესად შტატებში. იყიდე ყველაფერი რასაც ფიქრობ რომ კარგად გაყიდი. იყიდე მაშინ როდესაც ფასდაკლებაა. განსაკუთრებით სასაჩუქრე ბარათები, კუპონები და ასე შემდეგ. გახდით ფასდაკლებებზე მონადირე ეს ძალიან ეკონომიურია ამით ბევრ ფულს დაზოგავთ. და ასევე შეგეძლებათ გაყიდოთ მომავალში უფრო ძვირად.

 

8) ასწავლე ენა რიმოუტად

თუ იცი რამოდენიმე ენა მაშინ რატომაც არა, ამით გაერთობი. დაგუგლე და ნახავ ბევრ გვერდებს სადაც ხალხი იხდის ფულს დისტანციურად ენის სწავლაში. ეს ძალიან გასართობიცაა და სულაც არ არის დამღლელი.

 

9) სოციალური მარკეტინგი

დღეს ძალიან ბევრ კომპანიას სჭირდება სოციალური მენეჯერი. ეს არც თუ ისე რთულია. გაუკეთე ლამაზი და საინტერესო პოსტები სხვადასხვა კლიენტს. გააკეთე რეკლამა სწორ აუდიტორიაზე. შეთვითონ აღმოაჩენ გზადაგზა თუ რომელი რეკლამა და როგორი სახით უფრო მუშაობს. მაგალიტად რა დროს სტუმრობს fb ზე შენს გვერდს ყველაზე მეტად ვიზიტორები და გაუშვი მაგ დროს რეკლამა. ამაში ფულს გადაგიხდიან.

 

 

10) ინტერიერის დიზაინერი

გაიარეთ კურსები. ისწავლეთ ელემენტარული საფუძვლები დიზაინის ეს საკმარისი თუ შენ გაქვს ხედვა ინტერიერის დიზაინში. გაუკეთე რამოდენიმე კლიენტს უფასოდ დიზაინი და ამით სახელს გაითქვამ. სულაც არ არის რთული და დამღლელი პროფესია. 

 

11) აღმზრდელი

თუ მუშაობ ყოველ 3 დღეში ერთხელ ან დილით ადრე სამსახურში არ ხართ. შეგიძლიათ დადოთ განცხადება ბავშვის ამღზრდელის ვაკანსიაზე. მშობლებს ხშირად ჭირდებათ დახმარება რამოდენიმე საათიდაც კი. დაიტოვე ბავში რამოდენიმ საათით ერთჯერადად. ან თუ მშობლები გვიან ღამემდე არ ბრუნდებია მოუარეთ მათ ბავშს ღამით. საკმაოდ ნორმალური შემოსავალი იქნება თქვენთვის.

 

12) მაკლერი

სულაც არაა აუცილებელი მუშაობდეთ უძრავი ქონების სააგენტოში. მოიძიეთ ხალხი ვისაც სულრს ბინის გაყიდვა გაქირავება და დაგირავება დაუდეთ განცხადება და შეეცადეთ თქვენი განცხადება ბევრმა ნახოს. ან თუნდაც სხვისი დადებული განცხადება მიითვისეთ დადეთ თავიდან გაანახლედ ყოველდღიურად. სხვადასხვა გვერდებზე გააზიარეთ და თუ ვინმე დაინტერესდება დაურეკეთ მეპატრონეს და შეუთანხმდით ფასზე. უთხარით რომ გყავთ კლიენტები რომლებიც დაინტერესებული არიან მათი ქონებით. მეპატრონეები აუცილებლად გადაგიხდით.

 

 

13) თარჯიმანი

თუ რომელიმე უცხოენა იცით კარგად მშვენიერი შანსია ამით მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. გადათარგმენთ დოკუმენტები. სხვადასხვა კომპანიებს გადაუთარგმენთ თავიანთი საიტის სტატიები და გვერდები. ძალიან მარტივია.

 

14) ტაქსის მძღოლი

თუ გყავს მანქანა მაშინ რატომაც არა. მე თუ მკითხავ გასართობია. ბევრ ადამიანს იცნობ. საინტერესო ამბებს გებულობ და სიმართლე რომ ვთქვათ კარგი შემოსავალიც არის.

 

 

15) გააქირავე შენი მანქანა

გააქირავე მანქანა ტურისტებზე, მართალია მანქანას ცვეთააქვს თუმცა არც ისეთი რომ მიღებული თანით მისი გაკეთება ვერ შეძლო და ნორმალური შემოსავალიც დაგრჩეს. თუ ლამაზი და ძვირფასი მანქანა გყავს გააქირავე საქორწილოდ.

 

 

16) იყიდე და გაყიდე საიტის მისამართები

იყიდე რაცშეიძლება მოკლე დომენები. თუნდაც .ge დომენი ან ისეთი მისამართები რომელსაც თვლი რომ ბევრს დაჭირდება. შემდეგ კი გაყიდე ძვირად. ის ვისაც სჭირდება ზუსტად ის დომეინი რაც შენ გაქვს აუცილებლად იყიდის საკმაოდ ძვირად. შეიძლება ერთმა დომენმა ყველა დომენი ფასი გაისტუმროს.

 

 

17) იყიდე გაფუჭებული ნივთები და გაყიდე

იყიდე გაფუჭებული ნივთები, ტექნიკა, შეაკეთე შენთვითონ ან შეაკეთებინე მასტერს, შემდეგ გაყიდე უფრო ძვირად. 

 

 

18) გახდი გადამყიდველი

გახდი ოფიციალური ბრენდების ლიცენზირებული გადამყიდველი ან დისტრიბუტორი. დაიწყე მოლაპარაკება უცხოურ ბრენდებთან. იქნება ეს სამკაულები, საკვები, გამაგრილებელი თუ ენერგეტიკული სასმელი, მანქანი ნაწილები თუ ლუბრიკანტები და ასე შემდეგ. შემოიტანე საქართველოში ისეთი პროდუქტი რაც ჯერ არარის ბაზარზე და ეცადე აარჩიო ისეთი რომელიც პოპულარულია საზღვარგარეთ.

 

 

19) გააქირავე შენი სახლი Airbnb ზე.

თუ გაქვს ორი ბინა, ან თავისუფალი ოთახები გააქირავე დღიურად. დადევი განცხადება Airbnb ზე. უმჯობესია გააქირაოთ მხოლოდ ტურისტებზე. რადგან შეიძლება ქართველებმა სექსის პონტში წაგიბილწონ ბინა. :D

 

 

20) შექმენი ვლოგი youtube ზე

შექმენი არხი youtube ზე დაიწყე ვლოგების ხარისხიანი ვლოგების დადება საინტერესო თემებზე. გახდი პარტნიორი და მიიღე კარგი შემოსავალი. გააკეთო ვიდეო რაზეც შენ გინდა თუნდაც ვიდეო ტამაშებზე, მანქანებზე და ასე შემდეგ. 

 

 

ბონუსი) იყიდე დაზიანებული ავტომობილი ამერიკიდან და გაყიდე

ყოველდღიურად 1000 ობით ავტომობილი გადის აუქციონზე შტატებიდან. აარჩიეთ მანქანა და რაც შეიძლება იაფად copartiaai და სხვა საიტებზე. თან ისეთი რომელსაც ძალიან დაზიანებული, რომლის აღდგენაც იაფი დაგიჯდება. გააკეთე და გაყიდე უფრო ძვირად. დღესდღეობით მანქანების 98% ეგრე ჩამოდის საქართველოში. თითქმის ყველა მანქანა დაზიენებულია აქ აკეთებენ და ყიდიან და ეს მუშაობს. 

 

კიდევ რაიმე დამავიწყდა?

არვიცი ერთი სიტყვით ყველას შეგვიძლია რაღაცის გაკეთება შექმნა, თუნდაც სამკაულების, ხელნაკეთი ნივთების და ასე სემდეგ. ზოგს ძალიან მაგარი ტანიაქვს მათ შეუძლიათ გახდნენ ფოტომოდელები. მთავარია რაც შეიძლება მალე შეამჩნიოთ რა არის ტრენდი რას აქვს ნიშა რისი გაყიდვა შეიძლება ეგ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა რათქმაუნდა ყველაფერს ტრაკის განძრევა უნდა ეგ კიდე ყვეას გვეზარეა.

 

 

კომენტარები