მე არ ვაპირებ ბანკის გაძარცვას. მე არ მინდა გავხდე კრიმინალი.

ვთქვათ ერთ მშვენიერ ღამეს დამესიზმრა ბანკის გაძარცვის ყველაზე რეალური გეგმა. აღმოვაჩინე ჩემს თავსში, რომ ამის ნიჭი მაქვს. დავუშვათ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ძალიან მაგრად გამომდის. ამ დროს ვარდები კოგნიტურ დისონანსში. ანუ ჩემი ფიქრები და ჩემი სურვილები ან შესაძლებლობები ერთმანეთთან არ მოდის რეზონანსში. ასეთ სიტუაციაში დიდი ხანი ვერ გავჩერდებით ანუ ან ჩვენი სურვილს უნდა გავყვეთ ან ჩვენს დოგმას ან პიროვნების მეორე ნაწილს. ამაზე უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია. ვფიქრობ, გავძარცვო ბანკი და გავხდე კრიმინალი თუ არ გავძარცვო და დავრჩე პატიოსანი? 
დღე 1. არა მირჩევნია პატიოსანი დავრჩე ვიდრე კრიმინალი. 
დღე 2. არა არა შარია, მირჩევნია ისევ ესე კომფორტულად ვიცხოვრო.
დღე 3. არ ვიცი არ ვიცი
...
დღე 100. ამაზე ფიქრი უკვე მანადგურებს. ამის დედაც რა მაგარი ცხოვრება მექნება. თან მე ეს შემიძლია ვიცი. ვერ ვიტყვი უარს.

ბოლოსდაბოლოს როგორ გინდა უარი თქვა იმაზე რაც ძაან მაგრად გამოგდის. 

თუ საკეტების გაღების პროფესიონალი ხარ, როგორ შეგიძლია უარი თქვა კარის გატეხვაზე?

ახლა კი მოდი იფიქრე შენს თავზე. შენ ხომ კარგი ადამიანი ხარ, არავისთვის ცუდი არ გინდა. არც ვინმეს გინდა რაიმე მოპარო. ახლა ვთქვათ უკვე  ერთი თვეა რაც მთავრობის წევრი გახდი. ან მინისტრი, ან პარლამენტარი. გაათვიცნობიერე, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლება გაქვს. მიხვდი, რომ გაქვს ბევრი შესაძლებლობები. მათ შორის შენ შეგიძლია გაათეთრო შავი ფული, შეჭამო ხალხის ფული. მიითვისო მიწები და ასე შემდეგ. არალეგალურად მაგრამ არც თუ ისე რთულად. მაშინ შენ თავს ჰკიტხე, როდემდე არ შეჭამ ხალხის ფულს? 

მე არ მესმის რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისინი ჩვენს ფულს ჭამენ. დარწმუნებული ვარ არც შენ გააკეთებდი შენს მაქსიმუმს კი არა და ნახევარსაც კი სახელმწიფო სამსახურში, რომ მუშაობდე. ეს ხომ შენი ბიზნესი არ არის. იდეაში არც არავის არის და ამ დროს ყველასია თუმცა შენ იყო კარგად და არ გკიდია. 

რეალურად ყველა ესე ვართ თუმცა მშრომელი და პატიოსანი მთავრობის წევრები მაინც გვინდა.

სისულელეა.

მას შემდეგ რაც კაცობრიობამ აზროვნება დაიწყო ჯერ ესეთი მთავრობა არ გვყოლია და არც არასდროს იქნება. კარგი რა მერამდენედ უნდა ავირჩიოთ პარტიები იმ იმედით, რომ ჩვენს გადასახადებს არ მიითვისებენ ან იმას გააკეთებენ რაც ამომრჩეველს უნდა.

მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? გეტყვით. ეს ჩემი აზრია. თუ სურვილი გექნებათ გადამარწმუნეთ. 

მოდი შევთანხმდეთ. თუ იმას იტყვით, რომ დემოკრატია კი არა ჩვენ გვჭირდება დიქტატურა, სოციალიზმი ან რაიმე ესეთი რადგან ადამიანები სირები არიან და ქართველებს მეტი არაფერი გამოასწორებს და რაღაც ბოდვები, მაშინ არ მოგისმენთ.

თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ევოლუციისთვის ან ქვეყნის განვითარებისათვის საჭიროა თავისუფლება. მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დემოკრატია სახელმწიფოს მოწყობის ყველაზე სწორი ფორმაა. რატომ? მოდით დავიწყოთ იმით, რომ ყველას გვაქვს ჩვენი სურვილები ჩვენი შეხედულებები ჩვენი აზრები. არავის გვინდა ვინმემ რაიმე დაგვიშალოს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეუძლია ჩემს ცოლს მანქანაში დამიჯდეს 10 სანტიმეტრით გვერდით და იგივე ლოგიკით რატომ შეუძლია დაჯდეს 10 სანტიმეტრით უკან და 10 სანტიმეტრში გვერდით იჯდეს ჩემი მეზობელი. ვფიქრობ ეს ჩემი თავისუფლების შეზღუდვაა. ან და რატომ შემიძლია მოვწიო კანაფი და არ შემიძლია გავზარდო? ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა? რატომ იცის ვიღაცამ რა არის ჩემთვის კარგი და რატომ არ ვიცი მე? ასევე ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი. თუ ჩემი ქცევით სხვისი უფლება არ იზღუდება ან არ ვაყენებ ზიანს და საერთოდაც არანაირი კავშირი არ აქვს სხვას მაშინ რატომ უნდა იყოს შეზღუდული. აქედან გამომდინარე ყველას გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში როგორიც გვინდა. არავინ არ ვართ დებილები. მაშასადამე თუ ამაში მეთანხმებით ესეიგი მეთანხმებით იმაში რომ გვინდა დემოკრატიულ წყობილებაში ცხოვრება. ყველა მოქალაქეს უნდა, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ყველას უნდა თავისი მოთხოვნა იქნას დაკმაყოფილებული. თუმცა რეალობა ის არის, რომ ჩვენი არჩეული მთავრობა არ გვემსახურება ჩვენ. პირქით ჩვენ ვემსახურებით მათ, და ზოგჯერ ისინი გვყიდულობე ჩვენ. გვყიდულობენ ფულით, ერთამანეთის დაჩაგვრით, ლამაზი თვალებით, ტყუილით და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სანამ პარტიები გააგრძელებენ ჩვენს ყიდვას მანამ ვერ ავირჩევთ სასურველ მთავრობას. თუმცა სავსებით შესაძლებელია იგივე მეთოდით ჩვენ ვიყიდოთ მთავრობა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იდეალურ სამყაროში ჩვენ უნდა გავეცნოთ პარტიების სამოქმედო გეგმას 4 წელზე გაწერილს და რომელიც უფრო შეესაბამება ჩვენს ხედვას ან მოთხოვნებს იმის მიხედვით ვირჩევდეთ. ამის შემდეგ მათ უნდა შეასრულონ 4 წლიანი დაპირებები. ჰუმმ, მოდით ვაიძულოთ ისინი შეასრულოს დაპირებები ფულის მეშვეობით. რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

უნდა იყოს ლამაზი გასაგები მარტივი აპლიკაცია. რომელიც შეუძლია გადმოწეროს ყველამ ვინც დასაქმებულია საქართველოში. იცით, რომ ჩვენი ხელფასების 18% არის საშემოსავლო გადასახადი რომელებიც მიდის ბიუჯეტში და მთავრობას როგორც გაუხარდება ისე ქცევა ამ ფულს. პლიუს ისეთი კომპანიები რომლის ბრუნვაც 100 აღემატება, იხდიან შემოსავლის 20% როგორც დამატებული ღირებულების გადასახადი, პლიუს მოგების გადასახადი, პლიუს დივიდენტის გადასახადი. ამ გადასახადებით გროვდება ბიუჯეტი. ამ აპლიკაციით ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადავანაწილოთ ჩვენი გადასახადები ისე როგორც ჩვენ გვსურს. ავირჩიოთ ის სამინისტროები რომლებიც გვინდა, რომ დავაფინანსოთ. ავირჩიოთ ის პროექტები რომლებიც გვინდა, რომ შესრულდეს. ჩვენი გადასახადები გადავანაწილოთ 1, რამდენიმე ან ყველა სამინისტროზე. შესაბამისად ჩვენ შევქმნით ხელოვნურ კონკურენციას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაიძულებთ მინისტრებს და მათ სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ გააკეთონ თავიანთი საქმე პირნათლად. 

თუ მე არ მომეწონება პოლიციის მუშაობა, თუნდაც ერთი ან რამდენიმე პოლიციელის. მაშინ მე არ გადავუხდი პოლიციას ჩემს ფულს ანუ ჩემს გადასახადს. თუ აღმოჩნდება, რომ ესე კიდე ბევრი ფიქრობს მაშინ პოლიციას მოაკლდება დაფინანსება შესაბამისად მათ მოუწევთ:

ა. შეამცირონ კადრები.
ბ. იმუშავონ უკეთესად რადგან სამსახური არ დაკარგონ.

რა თქმა უნდა ა ვარიანტი არც არავის აწყობს თუმცა პირველ რიგში ეს მათ არ აწყობთ. უპირველეს ყოვლისა მათ მინისტრს. შემდეგ მათ უფროსებს. ისინი ყველანაირად მოსთხოვენ მათ ქვეშემდომებს უკეთეს მუშაობას. უმუშევარი და მშიერი დარჩენა არავის არ უნდა შესაბამისად ა ვარიანტი ამ პირობებში არ მოხდება შედეგად კი მივიღებთ პოლიციელების კარგ მუშაობას. 

ავიღოთ დასუფთავები და კეთილმოწყობის სამინისტრო (თუ არსებობს ესეთი). მე დავინახე, რომ ჩემს ბინის წინ მათ უხარისხოდ გააკეთეს სკევერი? მაშინ მე მათ არ დავაფინანსებ. თუ აღმოჩნდება, რომ ისინი მართლაც უხარისხოდ აკეთებენ თავიანთ საქმეს მაშინ ისინი მანამ იქნებიან მშიერები სანამ თავიანთ საქმეს კარგად არ შეასრულებენ. ასევე არ დავაფინანსებ ისეთ პროექტებს რომელებიც არაფრის მომტანია ჩემთვის. 

ჩვენ არ დაგვჭირდება ავირჩიოთ პატიოსანი პარლამენტარები, ჩვენ არ დაგვაინტერესებს ვის როგორი თვალის ფერი აქვს, როგორი ნამუსი ან რამდენად პატიოსნები არიან. საერთოდ არ გავარჩევთ მათ ცუდ და კარგ თვისებებს და ასე შემდეგ. არამედ ჩვენ ვაიძულებთ მათ გააკეთონ ის რაც გვინდა. თუნდაც მკვლელი, სექსუალური მოძალადე ან უკანასკნელი ადამიანი იყოს. ჩვენ ისევ გადავუხდით მათ ფულს როგორც ელიავას სანტექნიკოს. თუ მომეწონა მისი შერულებული გადავუხდი თუ არა და არა. მეტიც, ამოვაპანჩურებ და სხვა მოვიყვან. სწორედ ისეთივე დაქირავებული მუშები იქნება როგორიც ელიავაზე მდგომი მუშაა. 

ეს ყველაფერი იქნება გამჭირვალე. ჩვენ ყველა შევძლებთ გადავამოწმოთ თითოეული დასაქმებულის არჩევანი, აპლიკაციაშივე. გავიგებთ რომელი სამინისტრო ვინ რამდენით დააფინანსა.

თუ იმას იტყვი, რომ ხალხი შტერია. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს? რა უნდა გითხრა ჩემთვის შემ ხარ მაშინ შტერი. თუმცა პირველ რიგში ჯერ შენს თავს ჰკითხე. და ყველა თუ შტერია მაშინ ბედნიერი შტერები მაინც ვიქნებით. და თუ შეცდომას დაუშვებენ მერე რა გამოასწორებენ. თავისუფლებაც ხომ შეცდომების დაშვებაა. 

და თუ სასწაული მოხდა და ამან რაიმე სამინისტრო საერთოდ დაანგრია მაშინ არც ეგ იქნება პრობლემა. რა პრობლემაა, რომ შპს/სს პოლიცია შეიქმნას? ან შ.პ.ს ჯანდაცვის სამინისტრო? თუ ისინი უკეთ იმუშავებენ ხომარ ჯობია მთავრობას შევუწყვიტოთ დაფინანსება და მათ მივცეთ? რატომაც არა?

ვფიქრობ ეს იქნება წმინდა წყლის დემოკრატია. გადასახადების ახლანდელი პროტოკოლი უკვე მოძველებულია. ვფიქრობ ზემოთ ხსენებული იდეა იქნება დემოკრატიის upgrade ი თანამედროვე სამყაროში. 

თუმცა ვთვლი, რომ არჩევნის უფლება უნდა შევუზღუდოთ პენსიონერ ხალხს. რადგან ისინი არ იხდიან გადასახადებს. ეს ჩვენ ვართ ვინც ვუხდით მათ პენსიას. ჩვენ მათვის ცუდი არ გვინდა. ასე, რომ გვაცადონ ბატონო განვითარება. :D

 

კომენტარები