ყველამ ვიცით, რომ სამყარო უსასრულოა. და მაინც რა არის უსასრულო? თუ იმას ვიტყვით, რომ ადამიანს უსასრულოდ შეუძლია დათვლა... ესეც არის მაგრამ შეუძლია? ვისწავლეთ, რომ სამყარო უსასრულოა, მაგრამ ვინ იცის? ჟანგბადიც კი გამოლევადია, როგორც მზის ენერგია. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ულიმიტოა. ყველაფერს აქვს ლიმიტი. ეს ჩემი აზრია. თუ შევქმნით პირობით ცნებას და ვიტყვით რომ ეს უსასრულოა, საბალოო ჯამში ესე მაინც არ არის. მჯერა, რომ დასასრულის დასაწყისში დედამიწა მთვარეს შეეჯახება ან მთვარე დედამიწას და ბოლოს მზეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი თავს შავ ხვრელში მოიყრის და შემდეგ ალბათ ისევ ჩამოიქცევა. 

კომპიუტერის პროცესორს თავის სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. მას დათვლა უსასრულოდ არ შეუძლია. ჩვენს კომპიუტერებს რომელსაც 64 ბიტ იანი სისტემა აქვს 9,223,372,036,854,775,807 მდე შეუძლია მხოლოდ დათვლა. არ ფიქრობთ რომ ადამიანიც ესეა? ჩვენ კომპიუტერს ვაკონტროლებთ და ვშლით მოძველებულ ან უსარგებლო ფაილებს რათა გამოვყოთ სივრცე ახლის ჩასაწერად. თუმცა იგივეს გაკეთებას ჩვენს ტვინს ვერ ვუბრძანებთ. თუ შენს თავს აიძულებ მომხდარის დავიწყებას მაშინ მას ვერასოდეს დაივიწყებ. რადგან ამ დროს უფრო აფართოვებ ამ ინფორმაცის წაკითხვის არხებს. რაც უფრო მეტი არხი აქვს ინფორმაციას შენ ტვინში მით უფრო შეუძლებელი ხდება მისი დავიწყება. და ეს რას ნიშნავს, რომ ტვინი ინფორმაციას არ შლის? არა ტვინი რა თქმა უნდა შლის ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ისე გადაივსება როგორც ჩვენი კომპიუტერის მეხსიერება. ჩემი აზრით ჩვენს ტვინს აქვს ესეთი მოდული რომელსაც მე ვუძახი garbage collector ს. როდესაც რაიმე მომხდარი ფაქტი შენს ტვინში დაკარგავს მიმთითებელს ანუ არხს მაშინვე ამუშავდება garbage collector ი და წაშლის მას ავტომატურად. ან დალექავს მას ძალიან დაბალ დონეზე. დაბალ დონეზე ინფორმაციას მხოლოდ ერთი მიმთითებელი აქვს. ისიც ზუსტად თავისი თავი. ამ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ ხდება ამ ინფრომაციის გახსენება, როდესაც ვინმე კონკრეტულად გისახელებს ამ ფაქტს. ესე რომ ვთქვათ ჯონჯოლივით არის. თუ სუფრაზე დევს კარგია თუ არადა არც გაგახსენდება. :D

ერთი სიტყვით მე ვთვლი, რომ ჩვენს მეხსიერებას უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა დავტვირთოთ ტვინი სისულელეების მოსმენით, ნაგავი ინფორმაციის მიღებით და ასე შემდეგ. ეს იწვევს ტვინის მძიმედ მუშაობს კაცებში. ხოლოდ ქალების შემთხვევაში ეს ესე არ არის. ზოგადად დამტკიცებულია, რომ ქალებს აქვთ მულტითასქინგის უნარი. ქალის ტვინს შეუძლია სწრაფად გადაცვლა ინფორმაციის. შეუძლია ერთდროულად 5 შოუს უყუროს და ხუთივედან დამაკმაყოფილებლად მიიღოს ინფორმაცია. ანუ სწრაფად შეუძლია ინფორმაციიდან ინფორმაციაზე გადასვლა. კაცს ესე არ შეუძლია. ამიტომ კაცის ტვინი უფრო მძიმდება ხოლმე ნეხვობა ინფრომაციის მიღებით ვიდრე ქალი. 

და რა ხდება მაშინ როდესაც ჩვენს ტვინს მივაწვდით ბევრ ინფორმაციას? ვუყურებთ ბევრ ფილმებს, წავიკითხავთ ფბ ს პოსტებს, რეკლამებს და ესე შემდეგ? ამ დროს ტვინი დამძიმდება და დაიწყებს ნელა მუშაობას. თუმცა ნელა არა პირდაპირი მნიშვნელობით. ამ დროს ადამიანს უჭირს ინფორმაციის დამახსოვრება, კონცენტრირება, და ხდება გულმავიწყი.

რატომ ხდება ესე? 

თუ თქვენი კოგნიტი ტვინს მისცემს ბრძანებას, რომ გაიხსენოს რაიმე ფაქტი ან იფიქროს რაღაც პრობლემის გადაწყვეტაზე, ამ დროს ტვინში დაიწყება იმპულსების დაგზავნა სხვადასხვა არხებზე. ეს არის მილიარდობით არხი. რა თქმა უნდა მეტი არხების რაოდენობა ანელებს ინფრომაციის მოძიების პროცესს. რაც მეტ არხს გადის იმპულსი მით გვიანდება ინფორმაციის მოძიება. ყველა მოგონებას და ყველა ინფრომაციას აქვს რამდენიმე არხი. ისინი ერთმანეთან დაკავშირებულია. ინფორმაციის მოძიება იგივე ჯაჭვური რეაქციაა. 

სწორედ ამიტომ ხდება, ხალხთან საუბრისას უეცრად ყურადღება გეფანტება ან ვერ კონცენტრირდები და ვერ უსმენ. ესე იმიტომ, რომ შეიძლება ამის მიზეზი იყო როდესაც სიტყვაზე ვინმემ ვარჯიში ახსენა. ესეთ საკვანძო სიტყვებზე ტვინი ყოველთვის რეაგირებს. ვარჯიშზე გაგახსენდება დიეტა, დიატაზე შეიძლება გაგახსენდეს ცილები, ცილებზე კვერცხი, კვერცხზე აღდგომის წითელი კვერცხი, ამაზე რომელიმე აღდგომის მოგონება და ასე ჩაეშვა და საბოლოოდ დიდი ჯაჭვი შეიქმნება. 

საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ არ არის კარგი ყველაფრის დამახსოვრება და ყველაფრის მოსმენა. რადგან შენი ტვინი ისედაც მილიარდობით სისულელეზე ფიქრობს და თქვენ კიდე ნუ დაუმატებთ. ეს ცუდია. მე პირადად ბევრჯერ დავკვირებივარ თუ სადამდე მივყავარ ჯაჭვურ რეაქციას. მაგალითად გუშინ დიდი ხანი ვიფიქრე ამაზე, და ამიტომაც გადავწყვიტე შემდეგ ამ პოსტის დაწერა. გუშინ ვიყავი ბილაინში. რამდენიმე დღით სამუშაოდ იქ მიმიწვიეს. ჩემს საქმეს ვაკეთებდი, როდესაც რაღაც პრობლემას გადავაწყდი. რამდენიმე წუთი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სიგარეტის მოსაწევად გავალ და თან ვიფიქრებ ამ პრობლემაზეთქო. შუა მოწევის პროცესში ვიყავი როდესაც ბილაინის თანამშრომლების საუბარს მომეკრა ყური. ალბათ იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მანქანებზე ლაპარაკობდნენ. თან ხმა კარგად არ მესმოდა და მხოლოდ ორი სიტყვა skyactiv და ცამეტიანი გავიგონე. რატომღაც ვიფიქრე, რომ მის მანქანაზე საუბრობდა. ამაზე დავიწყე ფიქრი. არ მჭირდება მაგრამ ვიცი, რომ skyactive ძრავის სახელია რომელიც 2012 წელს მაზდამ გამოუშვა. რატომღაც ისი ვიცი, რომ 2012 წელს პირველად ეს ძრავი mazda 3 ში ჩადეს ხოლო 2013 წელს კი mazda 6 ში და mazda cx5 ში. რადგან თავს იწონებდა თავის მანქანით cx5 და 3 გამოვრციხე, დავასკვენი, რომ მას mazda 6 ყავს თან წითელი. რადგან შარვალზე გასაღების ბრელოკი წითელი ტყავის იყო. რადგან ეს გავიგე ეხლა დავიწყე ფიქრი ამ ტიპზე. თუ რატომ იყიდა ეს მანქანა და რატომ ამაყობს ამით. ვიცი რომ mazda 6 ნორმალური ბიზნეს კლასია. დიდი ალბათობით ამერიკული ვარიანტი რომელიც 2.5 ლიტრიანი ძრავით არის ძირითადად და ამ ძრავს  184 ცხენის ძალა, 250 ნიუტონ მეტრი და რედლაინი 5700 ბრუნი წუთში აქვს. ეს ასე, რომ ვთქვათ არ არის სახარბიელო მითუმეტეს, mazda 6 დიდი მანქანაა 1700 კილოა. არც სხვა რაიმეთი არის გამორჩეული თუ ვიზუალს არ ჩავთვლით. საბოლოოდ ამ ტიპზე ჩამომიყალიბდა შეხედულება, რომ მანქანების აზრზე არაა. შემდეგ მისი ფსიქოპორტრეტი ჩამოვაყალიბე. ერთი სიტყვით რისთვისაც ვიყავი გამოსული ის დამავიწყდა და ესეთ სირობებზე დავიწყე ფიქრი მხოლოდ იმის გამო რომ ვიცოდი რა იყო skyactiv ი.

 

 

კომენტარები