დიდიხანია გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩემი ბლოგი. ამაზე ასე თუ ისე მაქვს ბევრჯერ ნაფიქრი, თუმცა ის თუ რა იქნებოდა ჩემი პირველი პოსტი მხოლოდ ეხლა დავფიქრდი. არც იმას არ ვგეგმავდი წინასწარ რაზე დავწერდი. უბრალოდ ღამით როდესაც არ მეძინება და საქმე არ მაქვს მინდება ხოლმე რაღაც სისულელეებზე ვწერო.

 

რადგან დღეისთვის თემატურია ჩვენს ქვეყანაში ლეგალიზაციის და კანაფის თემა გადავწყვიტე კანაფზე გითხრათ რამოდენიმე რამ და გასწავლოთ როგორ გავზარდით და ასე შემდეგ. მოკლედ ცოტა ყველაფერი კანაფის შესახებ. დღეს ის დღეა როდესაც საქართველოში კანაფის რეგალიზაციიდან დაახლოებით 1 კვირა გავიდა.

ალბად იცით მაგრამ მაინც დავწერ მცენარე კანაფი შეიცავს პიგმენტ "ტეტრაჰიდროკანაბინოლს". ეს უკანასკნელი პიგმენტია რაც ადამიანს და მის ტვინს სიამოვნებას და კაიფს ანიჭებს. რაც მეტია მცენარეში THC ანუ ტეტრაჰიდროკანაბინოლის ის რაოდენობა მით უბრო მძლავრია მისი მოქმედება. ვინც არიცით კიდე და ამ სამყაროში არც ცხოვრობთ იმათ იცოდეთ რომ კანაფს ძირითადად ეწევიან, ჯოგჯერ ჭამენ.

დავამატებ იმას, რომ ჩემი აზრით ის არის უწყინარე მცენარე, მისი მოწევით ჯერ არავინ მომკვდარა, არც ცუდად გამხდარა და არც დატოვებულა კაიფში (ეს ჩემი აზრია და არვამბობ რომ ეს ფაიზაღი სისწორეა).

 

კანაფს უყვარს ზომიერი კლიმატი, მისთვის მისაღები ტენიანობაა ~50%, 18 და 28 გრადუს ცელსიუსი. და მას უყვარს მზის სინათლე და რათქმაუნდა ბევრი ჟანგბადი როგორც სხვა მცენარეების უმრავლესობას, ასე თუ ისე არ არის რთული გასაზრდელი მცენარე, არ უჩნდება მახრა, თუმცა რათქმაუნდა შეიძლება დაემართოს ჭირი, დაესიოს ჭია, მწერები და კალიები და ასე შემდეგ.

 

ერთი სიტყვით ყველაზე საინტერესო არის მისი გაზრდის პროცესი, არიან ადამიანები რომლებსაც მისის გაზრდა მოწევასე მეტად უსწორდებათ, ზოგი არც არის მისი მომხმარებელი თუმცა მაინც ზრდის.
ზოგადად ყველა მცენარის გაზრდას და მოვლას აქვს თავისი მუღამი, მე ვფიქრობ რომ თუ მის გაზრდას დაიწყებთ თქვენ შეგიყვარდებათ ზოგადად მცენარეები და გაგიჩნდებათ სურვილი სხვადასხვა მცენარეების გაზრდის.

სანამ დავიწყებ მინდა გითხრათ რომ მისი გაზრდა დღევანდელი კონსტიტუციით აკრძალულია, და თუ კანონს დაარღვევთ და მაინც გაზრდით, მე არაფერზე არ ვაგებ პასუხს :p მოგიტეხიათ კისერი. :)))

 

რა არის საჭირო კანაფის გასაზრდელად?

ჯერ უნდა გადაწყვიტოდ სად გიხერხდებათ ან სად გირჩევნიათ გაზარდოთ, სახლში თუ გარეთ. გარეთ გაზრდა გაცილებით უფრო ეკონომიურია ვიდრე სახლში თუმცა არის დიდი რისკი, დაავადების ან მწერების აკიდების, მოპარვის და პოლიციის მიერ მისი აღმოჩენის. სახლში გაზრდასაც აქვს პირველ რიგში მინსუც,  მისი დამალვა ძალიან ძნელია, და რაც უფრო ბევრი ნახავს მით მეტია შანსი პოლიციისპონტში. ჩემი ყველაზე დიდი რეკომენდაცია რაც შეიძლება იყოს ეს არის არ უთხრათ არავის. ახლა რომ წარმოიდგინე მე და კიდე 3-4 კაცს ეცოდინებაო აი მაგაზეც უფრო არავის :D. ასევე არის ძალიან ძვირი. დაგჭირდება განათება რომელიც ძალიან ძვირი ღირს, შემდეგ ყუთი ან რაიმე კარადა და ასე შემდეგ, ვინტილატორი და გამწოვი, და რათქმაუნდა კანაფის კაკალი.

 

მოდი დავიწყოთ თავიდან და გზადაგზა აგიხსნით ყველაფერს.
პირველ რიგში უნდა ვიყიდოთ თესლი, პრინციპში კაკლის შერჩევიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი გამოწერა ძალიან მარტივია, მე ვიცი 3 ქართული დისტრიბუტორი:

და ასევე გუგლში დასერჩვით ნახავთ ათასობით საიტს.

 

რაც შეეხება კაკლის შერჩევას, არანაკლებ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში გაგარკვევთ მის ტიპებზე,

არსებობს მცენარის ორი ტიპი ჰიბრიდი და პრასტოი. რათქმაუნდა ჯობია ჰიბრიდი რადგან უფრო მალე მოდის მოსავალი ჩვეულებრივთან შედარებით. ჰიბრიდულ კანაფზე თავის მხრივ ესეთ ტიპებს როგორიცაა:რეგულარი, ფემინიზირებული, ავტომატი ანუ ავტო, სამედიცინო, რუდერალსი.

ძირითადავ ვნახავ ამ ტიპებს. ესეიგი რეგულარი არის უბრალოდ რეგულარული კაკალი არაფერი ისეთი. ასევეა სამედიცინო, უბრალოდ არის სამედიცინო რომელსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტს თუმცა რატო და რისთვის არვიცი. :D ფემინიზირებული ეს არის გამოყვანილი ჯიში რომელიც გაიზრდება აუცილებლად დედალი. ავტო კიდე ნიშნავს იმას რომ ის ავტომატურად იზრდება და ყვავილდება თავისით, რაც იმას ნიშნავს რომ მას არ ჭირდება სინათლის რეგულირება. რა არის სინათლის რეგულირება ეს ცალკე თემაა და მალე მივუბრუნდები. მანამდე მინდა მოკლედ გითხრათ კანაფის სქესზე. 
როგორც ყვლა ცოცხალ არსებას "ასევე" მცენარეებს გააჩნიათ სქესი. ის რისი ინტერესიც ჩვენ გვაქვს რომ მისგან დავბოლდეთ ეს ყველაფერი არის დედალ კანაფში. მასში არის გაცილებით უფრო მეტი THC ვიდრე მემალში. ამიტომ ჩვენი მიზაცია მცენარე იყოს დედალი და არა მამალი. ამიტომ კაკლის არჩევისას ჩემი რეკომენდაციაა ის იყოს ფემინიზირებული. მამალს ძალიან დაბალი რაოდენობის THC აქ ამიტომ ის ფაქტიურად არ იბოლება. 
ალბად გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც მეგობარს მოუცია ან უჩვენებია თქვენთვის მოწყვეტილი გალოვკები, და გეუბნება რომ ნახე ფოთოლი კიარაა იმენა გალოვკებიაო და განახებთ ნორჩ მრგვალ კაკლებს და ამით ამაყობს. ეს სიცრუეა დედალ მცენარეს არ აქვს კაკლბი. მას მხოლოდ ყვავილებიაქვს. დედალს აქვს გძელი ბუტკოები, როგორც ასეთი მრგვალი კაკლები არ აქვს.

female and male cannabis

მარცხენა დედალია.

 

ასევე არ იბოლება დამტვერილი დედალი კანაფი. თუ მამალმა დამტვერა დედალი მაშინ ის კარგად THC ის წარმოშობის უნარს. ასე რომ თუ რამოდენიმე მცენარეს ზრდი და ერთ-ერთი მაინც აღმოჩნდება მამალი მაშინვე მოაცილეთ ის დანარჩენებს, თუ რაქთმაუნდა გამრავლების მიზნით არ ვზრდით.

ფემინიზირებულს და მითუფრო ავტოს განაყოფიერებას და გამრავლებას აზრი არ აქვს რადგან ისინიც არის ლაბორატორიულად გამოყვანილი ჯიშები და მათი გენეტიკა ძალიან სუსტია, მის შთამომავლობას არ ექნება იმდენი ძალა რომ გაიზარდოს ან შეიძლება მუტანიც კი გაიზარდოს. 

ასერომ გირჩევთ შეიძინოთ ფემინიზირებული კაკალი ამით თავიდან აიცილებთ რისკს, გაიზარდოს მამალი. თუმცა ეს 100% ით ვერ გამორიცხავს, რადგან ზოგი პირობების დარღვევით თუნდაც მაღალ ტემპერატურაზე მის გაზრდა ან პირიწით შეიძლება გამოიწვიოს მისი გადაგვარება და გაიზარდოს მამალი. ასევე შეიძლება იმ დონეზეც კი დაისტრესოს რომ ის გახდეს ჰერმაფროდიტი. ანუ დედალმა მცენარემ შეიძლება დაიმატოს სქესი და გახდეს 2 სქესიანი, დედლიც და მამალიც ბისექსუალის პონტში თუმცა ის განხვავებაა რომ ის ტავის თავს ანაყოფიერებს. ასეთ შემთხევვაში . დააცილეთ ყვერები ანუ ის მრგვალი კაკლები დააცადეთ განვითარება. თუ რატქმაუნდა გენანებათ გადასაგდებად.

hermaphroditism cannabis

ესე გამოიყურება ჰერმაფროდიტი. თუმცა თუ თქვენ ზრდით პრასტოი ჯიშს ან რეგულარს ან რუდერალს და ის ჰერმაფროტიდია ჩათვალეთ მაგრად გაგიმართლად რადგან მისი თესლი უეჭველი დედალი გამოვა და ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ ძალიან ბევრი ფემინიზირებული კაკალი.

 

სახლისთვის პირველ რიგში დაგჭირდებათ ბოქსი, რადგან კანაფს ვერ გაზრდით ხელოვნურ განათებით ბოქსის გარეშე, თუ სინათლე იფანტება მაშინ მცენარე ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის სინათლეს, საჭიროა 99-100% ით მისი დახურვა რადგან სინათლე არ გაიფანტოს. ბოქსი შეგიძლიათ გამოწეროთ აქედან:
ebayamazon, aliexpress 

ან თუ გაქვთ ძველი კარადა შეგიძლიათ გააკეთოდ შემდეგი ინსტრუქციით, კარადა ან ნებისმიერი ტიპის ბოქსის შიგნით კედლებზე გააკარით, სპეციალური ამრეკლი ფოლგისმაგვარი შპალერი ან თეთრი საღებავი.

უმეტესობა აკრავს ფოლგას, თუმცა ეგ სისულელეა ფოლგა არ ირეკლავს სინათლეს.ყუთქს ქვემოთ უნდა ქონდეს შემწოვი. შეგიძლიათ გამოიყენოთ პერსონალური კომპიუტერი ქულერი, ქვემოთ მხარეს გაუკეთეთ ხვრელი და დააყენეთ ქულერი, ისეთი მხრიდან რომ შეიტანოს ჰაერო და არა პირიქით. ზემოთ მხარეს კი გამწოვი, ზუსტად იგივე პრინციპით, სხვაობა ისაა რომ ამან უნდა გაიტანოს ჰაერი. უმჯობესია გამწოვს ჰქონდეს მილი რომელიც გაიტანს ჰაერს გარეთ ფანჯარაში ან აივანში, იმის გამო რომ კანაფს ყვავილობისას ძალიან მძაფრი სუნი აქვს და თუ სახლს ააქოთებთ მისი სუნით მეზობლები აუცილებლად გაიგებენ თუ რასაც აკეთებ სახლში. ასევე საჭიროა ვინტილატორი იმისთვის რომ მცეარეს შეუქმნათ ქარის ეფექტი, თუ მცენარეს ქარი არ უბერავს ის არ იკეთებს ძლიერ ღერს, ძლიერი ღერი ნიშნავს ბევრ ფოთლებს და ბევრ ყვავილედებს. თუ კანაფს არ აღიზიანებს ჰაერი მაშინ ის არ იკეთებს ძლიერ ღერს და მცენარეც შესაბამისად ვერ იზრდება ან თუ გაიზარდა დიდი შანსია გადატყდეს. ოღონდ ისე ნუ დაუბერავთ ვინტილატორს რომ თავად გადატეხოს წელში მცენარე. და ასევე რაც მთავარია გჭირდებათ კარგი განათება. შემდეგ აბზაცზე განვიხილავ განათებას და ნათურებს.
custom grow box
ესეც ხელნაკეთი grow box ი :D რათქმაუნდა grow box ის ყიდვის შემთხვევაში ამდენი წვალება არ გიწევთ.

ყურების შეძენა შეგიძლიათ აქ: fb.me/growboxgeorgia

 

განათება

განათება კანაფის შემთხვევაში ძალიან მტკივნეული თემაა, რადგან განათება ძალიან ძვირია.

პირველ რიგში გეტყვით რომ ჩვეულებრივი ვარვარა ნათურა, და სხვა ისეთი ნათურები რომლებსაც სახლში იყენებ და რომლებიც უბრალო მაღაზიებშია საერთოდ უვარგისია კანაფისთვის, რამდენიც არ უნდა დაუყენოთ მაინც 0% არის შანსი მისი გამოყენების. 

ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 

  • ლუმინესენციური (Fluorescent)
  • მაღალი ინტენსიურობის განმუხტვადი (High Intensity Discharge, HID)
  • Sodium (HPS) და ჰალოგენის Metal Halide (MH)
  • დიოდური განათება, შუქდიოდები (LED)

 

ლუმინესენციური

ლუმინესენციური

გამოიყურება ესე. მისი შოვნა ძალიან მარტივია. თუმცა ის დაგჭირდებათ ძალიან ბევრი რადგან მიიღოთ საჭირო დონის ლუმენი. ლუმენი არის ერთეული რომელიც შუქის ადამიანისთვის ხილულ სინათლის სრულ რაოდენობას ასახავს.

საჭირო რაოდენობა დაახლოებით რომ გითხრათ არის 1 კვადრატულ მეტრზე 40 000 - 50 000 ლუმენი. 

ხოლო კონკრეტულად ეს ნათურა ასხივებს 60-70 ლუმენტი/ვატი, ანუ ერთ ვატზე 60-70, თუ სიტყვაზე იყიდით 40 ვატიანს ის მოგვცემს დაახლოებით 2 600 ლუმენტს. ანუ დაგვჭირდება დაახლოებით 16 40 ვატიანი ნათურა შედეგის მისაღებად. ამ ტიპის ნათურა არ არის ძვირი თუმცა მისი დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე გვიწევს ბევრი ნათურის შეძენა და ეს დიდი დისკომფორტოა.

 

აღალი ინტენსიურობის განმუხტვადი (HID, HPS, Mh)

HPS

დაახლოებით ესე გამოიყურება, სჭირდება დამათებითი კვების ბლოკი. ძალიან ძვირია თუმცა ეს ის არის რისი ყიდვაც ღირს. ძირითადად მას პლანტაციებში და მაღალი დონის მებაღეები ხმარობენ. :D

მისი 1 ვატი გამოუმუშავებს 150 ლუმენს, 400 - 500 ვატიანი ერთი ნათურა საკმარისი კანაფის იდეალურად გასაზრდელად. მინუსი ის არის რომ ძალიან ძვირი ღირს და ბევრ ენერგიასაც მოითხოვს, ასევე ნათუარა გამოიყოფს ძალიან მაღალ ტემპერატურას. ყუთს დაახლოებით 50 გრადუს ცელსიუზე მეტ ტეპერატურას დააყენებს. ამიტომ მოგიწევთ ყუთის გაგრილება.

 

შუქდიოდი

LED grow

ესე გამოიყურება. შედარებით იაფია ვიდრე მაღალი HID. საჭიროა 2 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 400-700 ვატიანი. მიაქციეთ ყურადღება ყიდვისას თითოეული ნათურის ვატს. შეიძლება მთლიან ნათურა 400 კი გამოიმუშავებდეს მაგრამ თითოეული შუქრდიოდი ძალიან დაბალს. უმჯობესია პატარა იყოს და ცოტა დიოდები ჰქონდეს და თითოეული რაც შეიძლება მეტს გამოიმუშავებდეს იგივე 400 ვატიანზე. ეს არ არის ჩვეულებრივი LED დიოდები. ეს სპეციალურად მცენარის გასაზრდელად ოპტიმიზირებული ნათურაა. მასშია არის სწორეთ ისე სპექტრის ნათურების ჯგუფი რაც საჭიროა მცენარისთვის, ის ყველაზე კარგად აკეთებს მზის იმიტაციას მისი ულტრაიისფერი განათებებით და ინფრაწითელი დიოდებით.

ჩემი აზრით ეს უკანასკნელი ყველაზე უკეთესია. ძალიან ძვირი არ ღირს და საკმაოდ ეფექტურია. ერთი ბლოკი საკმარისია 2 მაქსიმუმ 3 მცენარის გასაზრდელად. არ ცხელდება არც დამატებითი მოწყობილობებს არ საჭიროებს. ერთისიტყვით იდეალურია. 

 

დავამატებ იმას რომ არ ჩართოდ ნათურა ფანჯარასთან ან ღია ბოქსში. პირველად რომ ვიყიდე სატესტოდ ჩავრთე აივანზე ბოსი სანამ ჩამომივიდოდა და მე გავედი საჭმელის საჭმელად. რომ დავბრუნდი ვუყურებ მთელი დიღმის მასივი განათებულია რაღაც ანათებს მეთქი რაჯანდაბაა რახდება, მგონი უცხოპლენეტელები შემოგვესიენ. მანქანაში ვინც ვიჯექით ყველა გაკვირვებული ვიყავით. მივუახლოვდით და რასვხედავ ჩემი აივნიდან ისეთი სინათლე გამოდის ხალხი გამოყლევებული უყურებდა. :D უცებ შევარდი გავთიშე, თორემ პოლიციას რომ დაენახა მაგარი დარხეული მექნებოდა. :D

განათებების ყიდვა შეგიძლიათ აქ: fb.me/growlightgeorgia

 

დათესვა

თეფშზე მოათავზე გძელი ბამბა, ბამბა გაჟღინთეთ ან გამოხდილი წყლით ან 2-3 დღე გააჩერეთ წყალი ღია ჭურჭელში და ამ წლით გაჟღინთეთ. რადგან საქართველოში ონკანის წყალს მოყვება დიდი რაოდენობით ქლორი, რაც მცენარისთვის ძალიან ცუდია. უკეთესი იქნება ბამბა გაჟღინთოთ სტერილური წლით და 2-3 წვეთი წყალბადში, ნებისმიერ აფთიაქში იყიდება ეს ორი. წყალბადი ხელს შეუწყობს კაკალის ფორებში ადვილად შეღწევას და მალე გააღვივებს მას. შეგიძლიათ პირდაპირ ჩააგდოდ მიწაში თუმცა ჯობია ჯერ დააკვირდეთ მის გაღვიებას და იცოდეთ ვარგა თუ არ კაკალი. როდესაც კაკალს პატარა ბრწკალი გამოივა გადაიტანეთ მიწაში. ეცადეთ ეს ბრწკალით ზემოთ იყოს. 

ბრწკალი დაიწყებს ქვემოთ წასვლას და კაკლის ზემოთ ამოწევას. ეს იმიტომ არის სწორი რომ არ გაუჭირდეს კაკალს ნიადაგიდან ამოაღწიოს.

 

 

მთვარის ფაზები

ყველამ ვიცით რომ ოდიდგანვე მოსავლის დათესვას არჩევდნენ მთვარის ფაზების მიხედვით. მორწყვა აღება ყველაფერს მთვარის ფაზების მიხედვით აკეთებდნენ. არვიცი რატომ თუმცა ეს მართლა მოქმედებს მცენარეზე და არამარტო მცენარეზე. ასერომ კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღების მის ფაზებს. 

გამოიყენეთ ეს საიტის და მიაქციეთ ყურადღება როდის შეიძლება მისი ჩაგდება მიწაში მორწყვა და ასე შემდეგ, შედეგი ძლიან კარგი ექნება. 

https://olkpeace.org/moonc.html

 

 

ნიადაგი

კანაფისთვის ნიადაგის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისთვის ყველაზე კარგია ბიოჰუმუსი, ჭიებისგან გადამწვარი ნიადაგი. არ ვარგა ნაკელი ანუ ძროხის განავალი, ბევრი შეიძლება თვლიდეს რომ ეს კარგია თუმცა ტყუილია. იდეალური ნიადაგი შეიძლება გავაკეთოდ შემდეგნაირად. ვიყიდოთ პირველ რიგში ქოთანი, დაახლოებით 20 ლიტრიანი. ვიყიდოთ კერამიკული ქვები და კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე მოვფანტოთ. ვიყიდოთ ბიოჰუმუსი და პერლიტი. ესენი თითქმის ყველგან იყიდება, დიდუბის სადგურზე დახუიამდეა. 

ბიოჰუმუსი და პერლიტი შეურიეთ ეთმანეთს კარგად 2/3 ბიოჰუმუსი 1/3 პერლიტი. პერლიტი ინარჩუნებს ნიადაგში სითხეს და მისი გამოშრობისგან იცავს ასევე ის სუნთქავს კარგად აფხვიერებს მიწას. 

 

გაზრდა და მოვლა

პირველ რიგში რაც ყველა დამწყებს ემართება ეს არის მცენარის დალპობა. არ უნდა ყოველმეორედრეს მორწვა მცენარეს, ყოველ 4-5 დღეში ერთხელ საკმარისია ან ნიადაგი შეამოწმეთ თუ 2 სმ ის სიღრმეზე მიზა ძაან მშრალია მაგ შემთხვევაში დაუსხით წყალი. გახსოვდეთ თუ ბევრი წყალი მოგივათ ის დალპება და ვერაფერს ვეღარ უშველით, თუ წყალი დაგაკლდათ და მშრალია მისი გადარჩენა კიდე შეიძლება მაგრამ დამპალს ვერაფერს ვერ უზამთ ასერომ ნუ მორწყავთ ხშირად. სანამ მცენარე ჯერ ჩითილობის პერიოდში მანამდე არაფრის მიცემა არ სჭირდება. მხოლოდ წყალი. უმჯობესია ღია ჭურჭელში დაასხათ წყალი გააჩეროთ მინიმუმ 24 სთ რათა აორთქლდეს ქლორი და ისე მორწყოთ. მოსარწყავად საჭიროა ქოთნის მეოთხედზე ნაკლები წყალი. თუ სიტყვაზე ქოთანი ლიტრიანია დაასხით 4.5 ლიტრი წყალი, ისე რომ ნიადაგის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს წყლით და ქვემოდან გამოვიდეს წყლის 20-25%, თუ წყალი ზედაპირზე დარჩა და მალევე დაახლოებით 10 წამის მანძილზე არ ჩავიდა ესეიგი თქვენ გაქვტ დრენაჟის პრობლემა, რაც იმას ნიშნავს რომ დიადაგში ჟანგბადი ვერ აღწევს. 
რაც შეეხება სასუქებს შეგიძლიათ იხმაროთ აზოტი ფოსფორი და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე კარგი ვარიანტია იხმაროთ ორგანიკა. ყოველ მესამე მორწვყაისას 1 ლიტრ წყალში გახსენით დაახლოებით 5-10 მლ გრამი ორგანიკა, და ისე მორწყეთ. ხოლოდ შემდეგ ორი უბრალოდ ჩვეულებრივი წყით ჩარეცხეთ. მოსავლის აღებამდე 2-3 კვირით ადრე არ მისცეთ არანაირი სასუხი უბრალოდ ჩარეცხეთ.

თუ გაზრდის პროცესში რაიმე დაემართა ყველაფერი გამოჩნდება მის ფოთლებზე. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება ამ ინსტრუქციებს.

 

სინათლის ციკლები

მცენარეებისთვის სინათლის ციკლები ძალიან მნიშვნელოვანია. კანაფი ითესება აპრილი მაისის თვეში, დაახლოებით სექტემბერში უკვე ასრულებს ყვავილობის პროცეს. ეს მზის სინათლის და კლიმატის გამო ხდება. კანაფს ყვავილობამდე სჭირდება დიდი რაოდენობით მზე, ხოლოდ როდესაც მზეის სინათლე მოიკლებს ანუ როდესაც დღე იკლებს ამ დროს მცენარე ხვდება რომ უკვე მოდის შემოდგომა და იწყებს ყვავილობას.

ასე რომ თუ სახლში ვზრდით უნდა გავითვალისწინოთ სინათლის ციკლები. განსხვავებით აუტო ტიპისა ყველა კანაფს სჭირდება სინათლე 18 საათი და 6 საათი სიბნელე. თუმცა აუტო ტიპის კანაფს არ სჭირდება მისის მკაცრი დაცვა დაგან ის სწორედ ამისთვის არის შექმნილი რომ ავტომატურად დაყვავილდეს. ხოლო დანარჩენი ტიპის კანაფი იზრდება მანამდე სანამ 18 სთ აქვს განათება, თუმცა 6 საათი სიბნელეში ყოფნა საჭიროა რომ ძალა აღიდგინოს, სწორედ ამ დროს იზრდება ის. როდესაც ის მიაღწევს სასურველ ზომას ანუ დაასრულებს ვეგეტატიურ ფაზას ამის შემდეგ საჭიროა 12/12 რეჟიმზე გადაყვანა. 12 საათი სინათლე 12 საათი სიბნელე. ამით ჩვენ ვაგრძნობინებთ მცენარეს რომ უკვე დროა დაყვავილდეს, რადგან 12 სთ ციკლზე მას გონია რომ უკვე შემოდგომა მოდის და დროა დაიწყოს დაყვავილება.

 

მოსავლის აღება

კანაფის ძალას განაპირობებს ის თუ როდის ავიღებთ მოსავალს. ის სწორედ მაშინ უნდა მოვჭრად როდესაც მისის ყვავილედები მიიღებენ ქარვისფერ ფერს, ამ დროს მასში არის ყველაზე დიდი რაოდნობის THC.

ამ სურათზე ჩანს თუ როგორ გადადის მცენარე უკვე ყვავილობიდან დამწიფების ფაზაში. ზემოთ უკვე გაყვითლებულია თუმცა ქვემოთ ჯერ კიდევ მწვანეა. მისი აღება ჯერ ცუდი აზრია.

ამის შემდეგ დაიწყებენ ქვემოთა ფოთლებიც გათეთრებას მიირებენ ამღვრეულ თეთრ ფერს შემდეგ დაიწყება მათი გაყვითლება. და როდესაც ყველა გახდება მოკარიჩნო ქარვისფერი ყველაზე კარგია მაგ დროს აღება. ამი შემდეგ უკვე იწყებს მათ გაკარიჩნებას და ეს ნიშნავს რომ უკვე დაგვიანებულია, სწორედ ამ ეტაპზე იწყებს კანაფში HTC ის CBD ად გადაქცევას, და სწორედ ესეთ კანაფს იყენებენ მედიცინაში. მისი ეფექტია უბრალოდ მოდუნება დაძინება.

მოსავლის აღებამდე 10 დღით ადრე აღარ დაასახთ მცენარეს წყალი. დაახლოებით 2-3 დღით ადრე გაკრიჭეთ, მოჭერით ყველა ფოთოლი და დატოვეთ მხოლოდ ღერები თავის ყვავილებით. 

ფოთლებში ამ დროს ყველაზე ცოტა რაოდენობის THC ის დოზაა, ასე რომ არ ღირს ისინი მოსაწევად, მცენარეს თუ რაიმე ჭირი და დაავადებააქვს ყველაფერი ფოთლებშია. ასერომ არის შანსი რომ ფოთლების მოწევამ მოგწამლოს. ფეთლებს ძირითადად სუნელებად იყენებენ საჭმელში. ან შეგიძლიათ მისგან კანფეტები გააკეთოდ. გაახმეთ დაანაკუწეთ რაც შეიძლება წვრილად. შემდეგ ტაფაზე დაყარეთ შაქარი და გაადვნეთ, დაფშვნილი ფოთლები და დაამატეთ რაიმე არომატიზატორი მაგალიტად ლიმონის ან ლაიმის წვენი. ან სხვადასხვა ხილის ფლეივორები. შემდეგ აზილეთ ყველაფერი კარგად ტაფაზე და როდესაც კარგად გათხელდება გადასხით რაიმე პატარა ყალიბებში რომ კანფეტის ფორმა მიიღოს. ან მიეცით მეგობარს :P

ხოლო რაც დარჩება 2 დღის მერე მოჭერით. დადაიწყეთ გახმობა. გახმობაზე ძალიან დიდია დამოკიდებული. ზოგი მთლიან მცენარეს ახმობს რაც არასწორია რადგან ღერო დიდიხნით ინარჩუნებს სითხეს და ვერ ხმება კარგად მცენარე. არ გაახმოთ ხელოვნურად, არ ივარგებს ამით დაახლოებით მისი ძალის 50% კარგავთ. დააცილეთ თითოეული ტოტი და ჩამოკიდეთ ბნელ და მშრალ ადგილზე ღერო ზემოთ ჰქონდეს. 1-2 კვირის განმავლობაში დატოვეთ ესე. 

თუმცა ამის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის 100% ით გამომშრალი. ამიტომ ჯერ ნუ დაიწყებთ მოწევას რადგან წინ უფრო ძლიერი მოსაწევი გელოდებათ. მოითმინეთ. დააცილეთ ყვავილები ღეროებს. ღეროები გადაყარეთ. ყვავილები ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი კარგად. ყოველ დღე 10-15 წუთი მოხადეთ თავი და ისევ დაახურეთ ესე იმეორეთ 1-2 კვირის მანძილზე. მინის ქილას აქვს თვისება გამოიტანოს მცენარიდან ბოლომდე სითხე და ეს სიჩხე ცვარივით მოედება მის კედლებს, თავის მოხდის დროს ეს სითხე ორთქლდება და შემდეგ ისევ იწყება მცენარიდან სითხის გამოდევნა. ამის შემდეგ ის მზადარის. თუ ამ პროცედურას კარგად დაიცავთ მიიღებთ მისის შესაძლებლობის 100%, მას ძაან ამაგრი გემო და სუნი ექნება, ტექსტურაც ძალიან ლამაზი. შეგიძლიათ მოწიოთ მეგობრებთან ერთად. :D

 

 

 

 

ალბად ბევრი რამ გამომრჩა კიდევ ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა წასაკითხად მოსბეზრებელი რომ არ გავხადოთ ამიტომ აქ ვჩერდები. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ ან კითხვა მის გაზრდაში დაწერეთ კომენტარები და შევეცდები გაგცეთ ყველას პასუხი. 

დამიჯერეთ მცენარის მოვლა ისეთივე სიამოვნებაა როგორიც ძაღლის, კატიას და ასე შემდეგ, მაგრად გაერთობით. და თუ გაზრდით და მოჭრით ნუ გაღორდებით ჩამოატარეთ.

 

 

კომენტარები