პიროვნების შეფასება პირველივე ნახვისას ხდება. ადამიანის, საგნის, კერძის და ასე შემდეგ შეფასებისას პირველი მნიშვნელობა გარეგნობას ენიჭება. როგორც ვიცით "თვალი ჭამს და თვალი სვამს". :D 

ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც გეუბნებიან ძალიან გემრიელი საჭმელია. მაგრამ შენი თვალი საპირისპიროს გეუბნება. სწორედ ამიტომ თავმოყვარე კაცისთვის მის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კაცის სტილი დიდი ფილოსოფიაა. მეტი თუ არა არაფრით არ ჩამოუვარდება ქალის სტილს. კაცი სამოსი ისეთივე რთული და საყურადღებო ასარჩევია როგორც ქალის. სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ კაცი ნაკლებ ყურადღებას აქცევს მოდას. ეს კარგია. ის რაც მოდურია ეხლა ნიშნავს, რომ დროებითია. მართალია "დრონი მეფობენ და არა მეფენი" თუმცა, კლასიკურ ჩაცმას დრო ვერაფერს აკლებს როგორც ხელოვნებას. კი ძალიან ბევრი ასე თუ ისე კარგი თანამედროვე მუსიკები ჩნდება. თუმცა როგორც ყოველთვის 1 წლის შემდეგ მისი ხსენებაც არ არის. თუ გავიხსენებთ რა შემოგვრჩა ძველი დროის მუსიკებიდან, ეს არის 70-90 იანი წლების როგორც ამბობენ უკვდავი ჯგუფები. ლეგენდები დროში არ იკარგებიან. სწორედ ამიტომ მე ვთვლი, რომ კლასიკურად ჩაცმა უფრო მეტს იტყვის შენზე ვიდრე თანამედროვე დახეული ჯინსები და მაიკები სულელური წარწერებით. რა თქმა უნდა კლასიკურმა სამოსმაც განიცადა ევოლუცია. დაიხვეწა ერგონომიკა, ხარისხი, ფერი და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია. გაუმჯობესება და დახვეწა ყველაფერს უხდება.

 

გარეგნობა და სტილი ხაზს შენს სტატუსზე და იმიჯზე უსვამს და პირიქით. ამიტომ მხოლოდ კლასიკურად ჩაცმა შენზე არაფერს არ იტყვის. მაგალითად თუ უბრალო სესხის ოფიცერი ხარ, შენი ხელფასი დაახლოებით 300-600, და გაიძულებენ, რომ პიჯაკი და პერანგი გეცვას ან უბრალოდ გარემოება მოითხოვს ამას, დამიჯერეთ ამ დროს უფრო პლებეურ შთაბეჯდილებს ტოვებ. გარდა ამისა კლასიკური სამოსი ძალიან ძვირადღირებულია. თუ არ გაქვთ მისი შეძენის ტრაკი ჯობია შეეშვათ დროებით სანამ არ გექნებათ. კლასიკური და ამავდროულად იაფიანი ეს სრული კატასტროფაა. რადგან მისი მთავარი ფასეულობა დეტალებში დევს. ყველა პროდუქტის ხარისხი მის წვრილმანებშია მოქცეული. ეს დეტალები მას აძლევენ ხარისხს. და ეს საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. 

 

და რა არის ხარისხი? როგორ ავარჩიოთ სამოსი?

დავიწყოთ პერანგით. პერანგის ფერს და პატერნს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს თქვენს კანის ფერზეა დამოკიდებული. თუ თქვენი კანის ფერი მუქია, გილოცავთ თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ. თუ თქვენი კანის ფერი ღიაა მაშინ ძალიან იზღუდებით მკვეთრ ფერებში. ღია ფერის კაცს უხდება, თეთრი, ციფერი და ღია ვარდისფერი პერანგები. წვერი ან თმა თუ პერანგთან ჰარმონიაში არ მოდის ერთმანეთან ესეიგი ეს პერანგი არ გიხდებათ. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ კი ლამაზი სამოსი გაცვია მაგრამ შენი სტილი არ არის. ამ დროს იტყვიან ხოლმე "ვერ იხდენს".

რაც შეეხება საყელოს. მე პირადად მეზიზღება როდესაც ვხედავ ვინმეს საყელო გახსნილს, მითუმეტეს როცა 2 ღილზე აქვს გახსნილი. ეს საშინელებაა. კი შეკრული ყელი ზოგჯერ დისკომფორტია, თუმცა შეხვედრის დროს, ბანკეტზე, და საქმიანი საუბრის დროს ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. პერანგის ყელი უნდა იყოს მომდგარი თქვენს კისერზე. თუმცა არ უნდა გიჭერდეთ. საყელოსადა კისერს შორის უნდა ეტეოდეს 2 თითი თავისუფლად. 

 

თუ საყელოზე ნაკერების რაოდენობა ბევრია ეს ნიშნავს რომ ის ხარისხიანი შეკერილია. მისი შემოწმება შეგიძლიათ ესე. გადაკეცეთ $20 კუპიურა სიგანეზე როგორც ქვემოთ სურათზეა. სათავესთან მიიტანეთ და დათვალეთ ნაკერების რაოდენობა. თუ 20 ან მეტი ნაკერია ესეიგი კარგი ხარისხია.

 

რაც შეეხება მკლავების სიგრძეს. პერანგის სახელო უნდა მთვარდებოდეს ზუსტად თქვენს მაჯის დასასრულსა და ხელის დასაწყისამდე. როგორც სურათზეა.

ასევე მხრების ნაკერი უნდა იყოს ზუსტად თქვენი მხრის რკალის ცენტრში. როგორც სურათზეა.

ეს ხდება მაშინ როდესაც პერანგი არ აქვთ ზუსტი ზომის. ამ შემთხვევაში ღილები იწელება. და პერანგიც დეფორმირდება. როგორც სურათზეა.

 

ხოლო რაც შეეხება ღილებს, ხშირ შემთხვევაში ისინი გვხვდება პლასტმასის. ეს არ ნიშნავს იმას რომ უხარისხოა თუმცა ყოველთვის ჯობია ღილი იყოს დამზადებული მოლუსკის ნიჭარისგან. ეს ხაზს გაუსვამს იმას რომ თქვენ ნამდვილად ხარისხიანი პერანგი გაქვთ. ნიჟარისგან დამზადებული ღილი გარედნან ყოველთვის სუფთაა და ბრჭყვიალებს ხოლო მის უკანა მხარეს შევამჩნევთ მუქ ლაქებს. ეს ბუნებრივია და ნიშნავს რომ ის ნამდვილად მაღალი ხარისხის პერანგია. 

 

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ძაფს. ძაფი უნდა იყოს აბრეშუმის. ის დამაგრებული უნდა იყოს მყარად. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დამაგრების ტექნიკას. ღილი არ უნდა იყოს დამაგრებული პერანგზე ძალიან ახლოს. მას უნდა ჰქონდეს 1-2 მილიმეტრი სიმაღლე. ამის მისაღებად იყენებ ესეთ ტექნიკას რაც სურათზეა ნაჩვენები. 

 

პერანგის საყელოს ბოლოები რამოდენიმე ტიპის არის. ძირითადად მიღებულია 2 ტიპის, საჰალსტუხე და საბაფთე. ჰალსტუხს პერანგის ყელის ბოლოები ერთამანეთან უნდა იყოს 35 გრადუსზე ნაკლები კუთხით დაშვებული. ხოლოდ საბაფთე მეტი 45 გრადუსზე. 

 

პერანგის ხარისხზე ასევე მეტყველებს მისი შეკერვის ხარისხი და ნაკერის პატერნი. პატერნის ფერებს უნდა ეტყობოდეს, რომ სხვადასხვა ფერის ძაფით არის შეკერილი და არა ზემოდან დახატული. თუ პერანგს არ ეტყობა ეს ესეიგი ნიშნავს რომ ის უხარისხო შეკერილია ან საერთოდ არ არის ხარისხიანი. 

1. ხარისხიანი პერანგი

2. უხარისხო პერანგი

 

თითქმის არავის უყვარს მოკლე მკლავიანი პერანგი. მანქანაში ყოფნისას ან არაფორმალურ სიტუაციაში გრძელ მკლავიანი ხშირად ძალიან ცხელია. ასე რომ გვიყვარს მკლავების გადაკეცვა. სწორედ ამიტომ კარგა როდესაც მას აქვს მაჯის ზემოთ ღილი. ეს ღილი უზრუველყოფს მკლავების ადვილად და მოხერხებულად აკეცვას.

ზოგადად მიღებულია, მაჯის ზემოთა ღილი უფრო პატარა უნდა იყოს ვიდრე მაჯის ღილი.

 

 

პიჯაკი (კოსტიუმი) კაცისთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილია. ის მთავარი ნაწილია კაცის იმიჯის. ის უნდა იყოს დახვეწილი, კლასიკური და თან მოხერხებული. კოსტიუმს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. პიჯაკი თქვენზე უკვე ბევრ რაიმეს იტყვის, მე არ ვილაპარაკებ პიჯაკის ხარისხის ნიშნებზე. ძალიან უნდა მოინდომო რომ უშნო პიჯაკი არრჩიო. თუმცა ნებისმიერი კოსტიუმი შეიძლება უგემოვნო გამოიყურებოდეს. ეს მაშინ ხდება როდესაც თქვენ არ ირგებთ კარგად. კოსტიუმის არჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი მორგებაა. თუ 100% არ გერგებათ ტანზე ჩათვალეთ რაცარუნდა კარგი იყოს თქვენთვის მაინც არ იქნება ლამაზი. მასზე რაც შემიძლია ვთქვა ეს არის რომ ჩემი აზრით ყოველთვის ლამაზია გამოყვანილ წელიანი პიჯაკი. რადგან სწორი თითქმის არავის უხდება. 

პიჯაკის მთავარი ღირსება მისი შიდა მხარეა. ის ვერ იქნება დახვეწილი თუ მის შიგნით არ არის ყველაფერი იდეალურად. სარჩული აუცილებელია. თუმცა არა ერთიანი სარჩული რომელიც ფაქტიურად არ ასრულებს მის ფუნქციას.

 

მისმა შიდა სარჩულმა უნდა მოგხიბლოთ. ის უნდა იყოს ისეთივე გამოყვანილი და ლამაზად ნაკერი როგორც გარედან ან უკეთესადაც კი. ის ინარჩუნებს ფორმას. და კოსტიუმს არ აძლევს უფლება იყოს უშნოდ ტანზე. 

პიჯაკს შიდა მხრიდან ბევრი ჯიბე აქვს, ეს იმის გამო რომ ზოგადად ძალიან ცოტას აქვს გარედა მხრიდან. ბევრს აქვს მაგრამ რეალურად არ აქვს სარჩული ან ამოკერილია. დიახ ეს ის ჯიბეა რომელიც არ უნდა გამოიყენოთ. საფულე გულის ჯიბით უნდა ატაროთ. მანქანის გასაღები და სიგარეტი შეგიძლიათ გადაანაწილო ქვედა ჯიბეში. რადგან არ არის მიზანშეწონილი გარეთა ჯიბით რაიმე ტარება. ეს უკარგავს ფორმას მას. ამავდროულად ძალიან ცუდი ჟესტია. 

 

რაც შეეხება შარვალს, აუცილებლად უნდა იყოს იგივე ნაჭრის და იგივე ფერის რაც კოსტიუმია. უშნოა შარვალი როდესაც არ გაქვთ ზუსტად ზომაში. მისი ტოტები არ უნდა იკეცებოდეს როდესაც ფეხზე დგახართ. მაქსიმუმ 1 მოხრილი ნაკეცი ისიც ძალიან ოდნავ. რაც მთავარია არ უნდა ედებოდეს ფეხსაცმლის ქუსლს. არც ძალიან ვიწრო არ უნდა იყოს არც განიერი. ამის შემჩნევა მარტივად შეიძლება მის ჯიბეებზე დაკვირვებით. თუ ბიჯე ერთიანად დგას და არ არის გამოვარდნილი ან არ იკეცება მისი ჯიბის ჭრილი ესეიგი კარგი ზომაა. არ მოათავსოთ ჯიბეში ბევრი ნივთი. კოსტიუმის შარვალს არ უხდება გაბერილი ჯიბე. არც ხელსახოცი არ უნდა იყოს ჯიბეში, არც საფულე. ლამაზია როდესაც შარვალს უკანა ჯიბეზე ფოლაქი აქვს. საჭიროა სწორედ იცოდეთ მისი შეკვრის სიმაღლე. არც მეტი და არც ნაკლები. თუ ქვემოთ ჩამოსწევთ შარვალს მაშინ ფეხებს შორის უბე ძალიან უშოდ დარჩება თუ ზემოთ აიწევთ მაშინ უბე დამოკლდება. ამ დროს მთავარ როლს ასრულებს ქამარი. ქამარი ყოველთვის ლამაზად აჩენს მის ფორმას და სიმაღლეს. 

 

ქამრის ფერი შეიძლება არ ეწყობოდეს შარვალს ან პიჯაკს თუმცა აუცილებებლია იგივე ფერის ან დაახლოებით ერთნაირი იყო ფეხსაცმელთან. გაითვალისწინეთ ფეხსაცმლის ფერი და ქამრის ფერი ან ფაქტურა იდენტუ უნდა იყოს ერთმანეთს. ისევე როგორც ჰალსტუხი და პიჯაკის წინა გულის ჯიბეში ცხვირსახოცის. 

 

კოსტიუმს ყოველთვის უხდება ქუსლიანი ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის ქუსლი არ უნდა იყოს უდრეკი. ხარისხიან ფეხსაცმელს ქუსლი რამდენიმე სექციად ეყოფა. ეს უზრუნველყოფს მისი ფორმის შენარჩუნებას და კომფორტს. 

მისი ძირი უნდა იყოს ესეთი სტრუქტურის როგორც სურათზეა. 

 

დაიმახსოვრეთ ხარისხიან ტყავის ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ტყავი შიდა მხრიდანაც. 

 

ყველა ფეხსაცმელს აქვს მარკაზე დახატული თუ რა მასალისგან არის შეკერილი. იმისთვის, რომ გავიგოთ არის თუ არა ნამდვილი ტყავი მასზე იქნება დახატული ესეთი ლოგო. რაც ნიშნავს რომ ეს ტყავის ნაწარმია:

 

კლასიკურ სტილს ყოველთვის უხდება აქსესუარები. კარგი ვარიანტია სათვალე. თუმცა სათვალის ზოგს არ მოსწონს, ასე რომ იდეალური ვარიანტია საათი. საათი ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო პერანგის და პიჯაკის. 

აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს. თეთრ პერანგს უხდება ოქროსფერი საათი. ლურჯს საათს ძალიან უხდება ყავისფერი. წითელს შავი.  

 

ყოველთვის ეცადეთ საათი არ დაფაროთ პერანგით. თუ მაინცდამაინც არ არის ცუდი თუ პერანგის ზემოდან გაიკეთებთ საათს.

 

ძალიან მიყვარს ზურგზაკის ტარება, თუმცა თუ გიწევთ ჩანთის ტარება უმჯობესია დაივიწყოთ ზურგზაკი და ატაროთ ხელის ჩანთა, აუცილებლად ტყავის. ყავისფერი ან ღია კარიჩნი. ეს ფერი ძირითადად ყველა ფერი სამოსთან იმუშავებს. გარდა შავისა. ზოგადად მიღებულია რომ თეთრი ფერი არ არის ფერი. თეთრი არის ისეთი სამოსი რასაც ყველაფერი უხდება. ასე რომ თეთრის შემოტანა სულ შეგიძლიათ. რასაც ვერ ვიტყვით შავზე. თუ შავი ფერის პიჯაკს იცმევთ მაშინ თითქმის გამორიცხულია სხვა ფერის აქსესუარი ან ფეხსაცმლის შემოტანა. ასე რომ ყოველთვის მოერიდეთ შავი ფერის სამოსის ჩაცმას. 

 

 

ყველაფერთან ერთად უნდა იქცეოდეთ ისე როგორ კლასიკურ სტილს შეეფერება. შემდეგ პოსტებში დავწერ მოქცევის ეტიკეტზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ და რა უნდა იცოდეთ სხვადასხვა სიტვაციებში. რესტორნებში, შეხვედრებზე და ასე შემდეგ. თუნდაც როგორ მოვიქცეთ იაპონურ რესტორანში. 

 

საბოლოოდ თუ კლასიკურ სტილს ირჩევთ მოგიწევთ ბევრი რაიმის შეცვლა. დავიწყოთ თქვენი ავტომობილით. ის შეეფერება თქვენს ცხოვრების სტილს? :D

კომენტარები