ჩემი ყოველი დღე იწყება ჩემი კატით. 
როგორც კი თვალს გავახელ, დანტე მაშინვე ხვდება. გამოდის საწოლის ქვემოდან და დამახტება. ჩემს ხელებზე ცხვირით მიწოლას იწყებს. ჰგონია რომ ესე უკეთ გამაღვიძებს ან ამით მეუბნება რომ უნდა მოვეფერო. თუ ვერ ვიღვიძებ ჩემს ტანზე დადგება და კუდს სახეზე მადებს. მაინც თუ არ გავიღვიძე კბენას მიწყებს. მის ნემსივით კბილებს ბეჭებზე მარჭობს. ეს მტკივნეულია, ამიტომ მეღვიძება. ეს ბედნიერებაა...

ყოველდღე ვცდილობ სამსახურში გუშინდელი ტანსაცმლით არ წავიდე. ასე რომ დილით განწყობის მიხედვით ვარჩევ სამოსს. ძირითადად ვცდილობ კლასიკურად გამოვიყურებოდე. ვფიქრობ კლასიკური სტილი უფრო მეტს იტყვის ჩემზე ვიდრე სხვა. კარგია, როდესაც ჩემი ყველა პერანგი გარეცხილი და გაუთოვებულია. ასე რომ სულ ვცდილობ სამოსი მოწესრიგებული მქონდეს. ეს დამღლელი და რთულია.

ძალიან მინდა ჩემი მანქანა ჩემზე ამბობდეს, რომ მისი პატრონის ცხოვრება შემდგარია. თუმცა ახლანდელი მანქანა ჩემს შესახებ უფრო პატიოსანი და მოსაწყენი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინა მანქანა ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი იყო. 

ყოველდღე ვნახულობ საეკლესიო კალენდარს, რადგან სამსახურში გამოვაცხადო, რომ ჩემთვის დღეს უქმე დღეა და არაფერს ვაკეთებ...

ათას სისულელეს ვფიქრობ, რაზეც შეიძლება თანამშრომლებთან ვიკამათო, ან ერთმანეთში ვაკამათო. ზოგჯერ 100% ით დარწმუნებული ვარ, რომ არასწორს ვამტკიცებ მაგრამ ბოლომდე მიმყავს მაინც ჩემი პოზიცია. ზოგჯერ სამსახურში სხვის ცეცხლზე ნავთს ვასხამ როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. ეს ასწორებს...

ჩაის დაახლოებით 15 წუთი ვურევ. არა იმიტომ რომ სხვების გაღიზიანება მევასება, არამედ სადღაც ოდნავ მაინც მგონია, რომ თუ შაქარს დიდი ხანი მოვურევ მაშინ ის აღარ იქნება ჩემი ორგანიზმისთვის მავნებელი. როდესაც მოვრჩები კოვზის წვერს დაახლოებით 10 ჯერ მივარტყამ ხოლმე ფინჯანის სატუჩარს. ამით კოვზზე დარჩენილ წვეთს ვაშორებ, რომ ნიჟარაში ჩაგდებამდე არ დავისვარო. ვფიქრობ ეს ნორმალურია თუმცა ამით ყველას ვაღიზიანებ.

ყოველ დღე ვცდილობ ჩემს ახალ თანამშრომელთან დავახლოვდე. ვფიქრობ ის ძალიან საინტერესო გოგოა. იმდენად საინტერესოა რომ ჯერ ვერც დაველაპარაკე. არც არავის ელაპარაკება. არ მგონია რომ უბრალოდ დებილია. არ არის დებილი აშკარად. ლამაზი რომ არ იყოს ვიფიქრებდი რაიმე კომპლექსი აქვსთქო. რაღაცნაირია მაგრამ ვერ გავიცანი ცოტათიდაც კი. მხოლოდ სახელი ვიცი, ასევე ის რომ ჩემზე 4 წლით უფროსია და იაპონური წვნიანები არ მოსწონს. ბოლოს ვკითხე როგორც დიზაინერი შენთვის თეთრი ფერი არის თუ არათქო? არც შემომხედა ისე მიპასუხა, "არაო". ამ დროს მაგრად შემეშინდა. ესეთი ტიპები მარტო ფილმებში მინახავს. ძირითადად ისეთ როლებში სადაც დილით ადრე გადის სახლიდან საღამომდე ვინმეს უთვალთვალებს შემდეგ ჩუმად მიეპარება და მაყუჩიანი იარაღით კლავს. შემდეგ ჰალსტუხს ან თმას გაისწორებს, სახლში დაბრუნდება, ცხელ ჩაის დალევს და იძინებს. თუ სამსახურში აგვიანდება სულ ვფიქრობ რომ რაღაც მისტიურს აკეთებ. თუმცა ის ძალიან საინტერესოა.

სამსახურში საქმეს რეალურად 4 სთ ზე ვიწყებ ხოლმე და შემდეგ ოვერტაიმზე ვაგრძელებ. დილით მუშაობა არ გამომდის.

ხალხზე დაკვირვება მიყვარს, ძირითადად ჩემს თანამშრომლებზე. ზოგჯერ კომპს გვერდით გადავწევ და ერთ-ერთს ვაკვირდები დიდი ხნის განმავლობაში თუ როგორ იქცევა. მაინტერესებს ყველას პირადი ცხოვრება. ამით ვერთობი და ეს საინტერესოა. ხალხზე დაკვირვებით ბევრ რაიმეს აღმოვაჩენ ხოლმე. ეს ძალიან მეხმარება ჩემი ხასიათის და ქცევების ჩამოყალიბებაში. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ისეთ კვლევებში სადაც ადამიანების ქცევებს აკვირდებიან.  ზოგჯერ მგონია რომ სოციოპათი ვარ. თუმცა ზემოთხსენებულ თანამშრომელზე დაკვირვება არაფერს მაძლევს. მხოლოდ მიმიკებს ცვლის ტუჩებს ამოძრავებს ხოლმე როდესაც რაიმეს კითხულობს და გვერდით არასდროს იხედება. მალე სერიოზულად დავიწყებ ამაზე ფიქრს. 

დაბინავების ინსტიქტის მონა გავხდი. თუ სადმე სახლის ლამაზ ნივთს დავინახავ უნდა ვიყიდო. ნებისმიერი ნივთის დანახვისას ვფიქრობ მოუხდება ეს ნივთი ჩემი სახლის ინტერიერს თუ არა? საბოლოო ჯამში ვხვდები რომ ეს იაფასიანი ნივთი ინტერიერს ძალიან ხორციანს გახდის, ასე რომ ხშირად თავს ვიკავებ. ყიდვისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას თუ რა მასალისგან არის დამზადებული ეს ნივთი. ბოლოს ვჯერდები იმაზე რომ ნივთი რომელიც ანტიბაქტერიულია, გარემოსთვის უსაფრთხო მასალისგან არის დამზადებული, კატებისთვის და ბავშვებისთვის უსაფრთხოა, ანტიალერგიულია  და თუ ამავდროულად ძალიან ძვირი ღირს ესეიგი სწორი არჩევანია. ვიცი ეს სისულელეა თუმცა მსიამოვნებს... არ მომწონს ჩემი ბინის რემონტი. არ ვამბობ იმას რომ რაიმე ცუდათაა გაკეთებული თუმცა ვფიქრობ რომ მე არ შემეფერება. ერთი სული მაქვს დავიწყო რემონტი მთელ სახლში მაგრამ ხელოსნის ნერვები არ მაქვს.

შეიძლება ვთქვა რომ ერთფეროვანი ცხოვრება მაქვსთქო თუმცა შემიძლია ისიც ვთქვა რომ მსოფლიოში ყველაზე არაერთფეროვანი ადამიანი ვარ. მე შემიძლია ორშაბათს გამიჩნდეს მუღამი harley davidson ის რომელსაც დიდი ძრავი და დიდი ხმა აქვს. მეორე დღეს შემიძლია ავდგე და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ვიყიდო. ფეხებზე მკიდია რომ $5000 ღირს. და პარასკევს შეიძლება მომწყინდეს და გავაჩუქო, შემდეგ სულაც არ ვიდარდო იმაზე რომ ამდენი ფული გადავყარე. ყოველ კვირაში მაქვს ახალი იდეა. შემიძია მოგიყვე და თავი სიხარულით დამიქნიო სგ მაგარი იდეაა. თუმცა მეორე დღეს ვკარგავ მუღამს მისი გაკეთების და ვივიწყებ. ვფიქრობ რომ ყოველთვის მაქვს იდეა. ყოველთვის რაღაცის მუღამი, ყოველთვის რაღაცა მიყვარს ან მომწონს, ყოვეთვის რაღაცას ვაკეთებ. და მეორე დღეს რადიკალურად საპირისპირო რაღაც ვთქვა ან გავაკეთო. მე შემიძლია ერთ ნაცნობს ვეკამათო რაღაც თემაზე და მეორერ დღეს მეორე ნაცნობს წინას საწინააღმდეგოს დამტკიცება დავუწყო, მესამე დღეს ისევ პირიქით. არ ვფიქრობ რომ ეს ცუდია. 

მე ვარ ადამიანი რომელიც ერთ და იგივე შეცდომებს რამდენიმეჯერ უშვებს. ვფიქრობ რომ თუ ცეცხლი გწვავს მაშინ არ უნდა დანებდე ცეცხლს და არ უნდა მოერიდო. რომ არ დაეშვათ ადამიანებს იგივე შეცდომა და რომ არ დამწვარიყვნენ ცეცხლით არაერთხელ შეიძლება ეხლა სანთებელას არსებობაზე არც დავფიქრებულიყავით.  მე არასდროს არ ვსწავლობ სხვის შეცდომებზე. რადგან ყოველთვის თავი სხვაზე უკეთესი მგონია. 

მე დიდი ყურადღებით ვარჩევ წინდებს. რადგან მგონია რომ არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ მთავარი წვრილმანების დახვეწაა. როგორც პრემიუმ ხარისხის ნებისმიერ პროდუქტს აქვს.

მე არ ვფიქრობ რომ რაიმეს ვერ გავაკეთებ თუ მინდა. მე სპეციალურად ვეძებ შარს რომ გავუმკლავდე. ეს მახსენებს რომ ცოცხალი ვარ. 

"როგორ ხარ?"_ის პასუხად მინდა ძალიან ბევრი რამ გითხრა, მაგრამ მაინც რავი ძველებურად ან რავი დაიკიდე. მე კამათის დროს არასდროს გაგაწყვეტინებ სიტყვას. მშვიდი სახით მოგისმენ და როდესაც მორჩები და გგონია რომ მაგარი ტიპი ხარ მაგ დროს მშვიდად მოვიყვან კონტრარგუმენტს თითქოს ამაზე დიდი ხნის წინ მქონდა ნაფიქრი ისე რომ სახე შეგეცვალოს. სულაც არ მინდა ვინმეს მოვუგო რაიმე. მე ის უფრო გამახარებს თუ თამაშის პროცესში ბევრჯერ გაგასულელე.

მორწმუნე რომ ვიყო ალბათ უფრო სატანისტი ვიქნებოდი. ყოველთვის მირჩევნია გამოვისყიდო ვიდრე პატიება ვითხოვო. თუ ვინმე ერთ ლოყაზე დამარტყამს მე ორივეზე დავარტყამ და ვინც არ უნდა იყოს თავს არ დავუხრი. 

მიყვარს ამპარტავანი ხალხი. აი ისეთი ყველას რომ ეზიზღება. ვფიქრობ ესეთი ტიპები უფრო კარგები და საინტერესოები არიან ვიდრე ისინი ყველა ერთად აღებული ვისაც ესეთები ეზიზღება. რადგან არ მიყვარს სწორი მსჯელობა. არ მიყვარს ისეთი ხალხი ვისაც დოგმები აქვს. არასოდეს არ გამიკეთებია და არც მითქვია ისე რაიმე როგორც ზოგადად მიღებულია.

მე არ ვახვევ ჩემს აზრებს არავის ყოველ შემთხვევაში ხშირად ვაკონტროლებ, რომ არ მოვახვიო. არასდროს არ მომისმენია სხვისი რჩევა და სხვის აზრი. მე არ ვკითხულობ წიგნებს რადგან მგონია რომ მე უკეთესი ისტორიის დაწერა შემიძლია ვიდრე ვინმე სხვას. არ ვარ ოპტიმისტი მაგრამ არასდროს ვიშლი ნერვებს. არმგონია ვინმე არსებობდეს ვინც მე ნერვებს მომიშლის. ნერვების პრობლემა დიდი ხანია არ მქონია. შემიძლია საცობში 3 საათი ვიდგე და მაინც კარგ განწყობაზე ვიყო. 

მე თანდათან ღიპი მიდიდდება. არ მინდა სხვებს დავემსგავსო და სავარჯიშო დარბაზში გამოვიკეტო. მე ვთვლი რომ საკუთარი თავის ან ტანის სრულყოფა, ეს არის მასტურბაცია და თვითგანადგურება. მაგრამ მაინც უნდა დავიწყო ვარჯიში რადგან სნოუბორდზე მაქსიმუმ 5 წუთი ვქაჩავ. შემდეგ ფეხის კუნთები ლამის გადამეწვას. ასე რომ მინდა თუ არა დასვენება მიწევს. მანქანაში ვზივარ. სამსახურში ვზივარ ან ვწევარ. სახლში ვწევარ ან ვზივარ. ძალიან იშვიათად ვარ ფეხზე. ასე რომ ვფიქრობ საჭიროა.

არასოდეს ვამბობ ეს თავიდან საკმარისია. ან ჯერ ცოტათი დავიწყო და შემდეგ გავზარდო. მე არასოდეს არ გავაკეთებ ისეთ რაღაცას რომელიც ცოტა მოგებას მომიტანს. მანამ არაფერს გავაკეთებ სანამ არ ვიტყვი რომ ამას თუ გავაკეთებ ამით პირში მივცემ მთვარეს და ტრაკში გამოვისმევ დედამოტყნულ ცისარტყელას.

ლამაზ გოგოს მირჩევნია საინტერესო და საყვარელი გოგოები. ზოგჯერ ჭკვიან გოგოს უჭკუო გოგო მირჩევნია. შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია რომ ყველა ჭკვიანი გოგო უინტერესოა. მგონია რომ ყველა ნაძირალა კომუნიკაბელურია. 

მე არასოდეს არ მივაყენებ ვინმეს შეურაცხყოფას. თუნდაც ის ამას იმსახურებდეს. ისე მოვექცევი მათ როგორც მდაბიო პლებეებს. ისე ვიზამ რომ ამას თვითონ მიხვდეს და დაკომპლექსდეს. მე არ მიყვარს სუსტის დაჩაგვრა. მე ყოველთვის ვხდები იმის დამცავი ვინც სუსტია ან უმცირესობაშია. მიუხედავად ამისა მე შემიძლია ვინმე გავაჩერო და $1000 მივცე შეფურთხების სანაცვლოდ. თუ გინდათ ამას ჩემი კომპლექსი უწოდეთ თუმცა ეს ჩემთვის სულაც არ არის დისკომფორტი. 

თუ ვინმე სამტროდ მოდის მაშინ პირველი მე ვურტყამ. მე მჯერა რომ თუ ძაღლი საკბენად გამოგეკიდება, მაშინ ეგრევე უნდა გაიქცე მისკენ. უნდა მიახვედრო რომ კბენა შენი გამოგონილია. 

მე შემიძლია საყვარელ ადამიანს ვაპატიო ყველაფერი, თუ ის ისევ განაგრძობს ჩემს გაოცებას.

თუ მას არ ვუყვარვარ მე ვერ შევიყვარებ. 

თუ ის არ მაფასებს მაშინ ერთად ვერ ვიქნებით. თუ მას ჩემი არ ესმის ამას ვეგუები, რადგან არავის არ ესმის ჩემი. თუ ის ჩემს შეხედულებებს არ იზიარებს, პირდაპირ ვეუბნები რომ დებილია. 

სიყვარულს გამოცდები და დამტკიცება არ სჭირდება. თუ გამოცდას მიწყობს ესეიგი მას ჩემთან არ უნდა და მშვიდობით.

ჩემი ცხოვრების ლოზუნგი: მე რეაქციას ვიწვევ და რეაქცია მშობს. მე ახალ ტალღას ვიწყებ რომ გაგიტანო შორს.
ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი: Massive Attack - Girl I Love You
ჩემი ცხოვრების ფილმი: Filth

 

და ბოლოს, რაც ნამდვილად ვიცი. ჩემი შეგნებული ცხოვრების არცერთ დღეს არ ჩაუვლია სექსუალური ფიქრების გარეშე. :)

კომენტარები