ბედნიერებაა როდესაც წარმოვიდგენ როგორ ვცხოვრობთ მე და ჩემი ქალი ერთად. უბრალოდ ამაზე ფიქრიც კი მაბედნიერებს.

ბედნიერებაა, როდესაც დილით ადრე მაღვიძებს. მეუბნება გაიღვიძე ძვირფასო სამსახურში არ დაგაგვიანდეს. თუმცა სპეციალურად მაღვიძვებს, რათა მასთან უფრო დიდიხანი ვიყო, სინამდვილეში უნდა, რომ დამაგვიანდეს. 

დილით გაფუჭებულ საჭმელს მაჭმევს, რომ ცუდად გავხდე, მალე მოვიდე სახლში და მომიაროს.

ღამით გათბობას სპეციალურად თიშავს რომ ჩამეხუტოს და გავათბო. დილით ფეხის გაყოფა, რომ არ მომინდეს საწოლიდან. 

წინა დღით პერანგს სპეციალურად მიწვავს უთოთი, რომ დღესაც არ წავიდე სამსახურში, რათა გავბრაზდე და დავბრუნდე საწოლში. მან კი ჩამეხუტოს, დამაშვიდოს და შემირიგოს. 

ზოგჯერ გამიშვებს მაგრამ თვითონ შემირჩევს ტანის სამოს. ჰალსტუხსაც თვითონ გამიკეთებს. მართალია არ იცის გაკეთება და არასწორად მიკრავს მაგრამ მას ესე მოსწონს, და მეც მომწონს, რომ მას ესე მოსწონს.

ცუდად რომ გავხდები, არ გამოიძახებს სასწრაფოს. თვითონ გამიზომავს სიცხეს და თვითონ მომივლის. 

დაბადების დღეს ტელეფონს გამითიშავს, რომ მის გარდა არავინ მომილოცოს.

სამსახურში ყოფნისას მეტყვის მიხედე საქმეს, ნუ ცდები ჩემ გამო. მაგრამ სპეციალურად რჩება ონლაინ, რომ ნერვები მომეშალოს, ვიეჭვიანო და ისევ მივწერო. 

ჩემი ქალი შეგნებულად არ სწავლობს, როგორ უნდა დაარეგულიროს წყლის ტემპერატურა, რომ შემდეგ კიდევ ერთხელ ავუხსნა და ვასწავლო. რათა მერე მე გამიხარდეს. კარგად იცის ლიფის შეკვრა მაგრამ მაინც მე მთხოვს. რომ უფრო მხიარულად მაგრძნობინოს ჩემი თავი.

ის სპეციალურად მიტოვებს კომპიუტერში გახსნილ გვერდს, რომელზეც ფეხსაცმელები დევს. და თუ არ მივაქცევ ყურადღებას იმ დღეებში არ მეხუტება ისე როგორც ჩვენს გვიყვარს. მე კიდე ვერ მივხვდები რა ემართება. ბოლოს ისე იზამს რომ გულს გამიხეთაქვს და ფეხსაცმელტან ერთად ჩანთასაც და სუნამოსაც ვაჩუქებ რომლეიც ისედაც უამრავი აქვს. 

ჩემი ქალი ყველა საქმეს გადადებს და ყურადღებით ამარჩევინებს ახალ მანქანას. თვითონ სულაც არ აინტერესებს მაგრამ მე გამახარებს და მოტივაციას მომცემს.

სელფებს აღარ გადაიღებს და ტელეფონში მხოლოდ ჩემი სურათები ექნება. ხოლო მე მისი. ჩემი ინსტაგრამის ადმინისტრატორი ის იქნება. თვითონ ამირჩევს და დამიტუნინგებს სურათებს. შემდეგ თვითონ დადებს. ჩემს სტილზე და ჩაცმულობაზე ისე იფიქრებს და ისე ყურადღებით აარჩევს თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული მსოფლიოს ბედი.

საღამოობით ყურადღებით მომისმენს და მკითხავს სამსახურის ამბებს. მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს როდესაც ყველაფერს ვუყვები.  შემდეგ მის და მისი თანამშრომლების ამბებს მომიყვება. ცალი ყურით მოუსმენს ჩემს რჩევებს, მაგრამ მაინც ისე იზამს როგორც თვითონ უნდა.

ის სპეციალურად არ შეჭამს საღამოს საჭმელს როდესაც მე დამაგვიანდება. რათა მერე ერთად წავიდეთ მის საყვარელ რესტორანში.

რაცარუნდა დამაგვიანდეს არასდროს დაწვება უჩემოდ საწოლში. 

და მე ყოველთვის ვიტყვი მასზე, ის ჩემი ოცნებაა.

მხოლოდ იმის გამო ვიყიდი GT მოდელის მანქანას, რომ სამსახურიდან სახლში სწრაფად დავრუნდე. შემდეგ კი იმით გავიმართლებ თავს, რომ თუ სამსახურიდან მალე ვერ მოვედი ჩვენს მომავალ შვილებს ნაკლებ დროს დავუთმობ და შემდეგ წებოს ყნოსვას დაიწყებენ. :D

სახლში მოსვლისას ვეტყვი, რომ ვითომ მაგრად დავიღალე. ჩემმა ქალმა, რომ ბევრი მომეფეროს. შემდეგ საჭმლის გასაკეთებად დრო აღარ მექნება და შევთავაზებ წამო სადმე ვჭამოთ ან რაიმე გამოვიძახოთ.

სამსახურში ყოფნისას სპეციალურად დავაყენებ ალერტს, რომ ბევრი საქმის დროს დრო არ გამომეპაროს და არ გამომრჩებს ჩემი ქალის ამბის გაგება.

მისთვის ყველაფერს საუკეთესოს გავაკეთებ. ზაფხულში დავგეგმავ ზამთრის შვებულებას. წინასწარ ვიყიდი ბილეთებს და წინასწარ დავჯავშვი სასტუმროს, რომ მერე რაიმემ ხელი არ შეგვიშალოს და არ გადავიფიქროთ.

სპეციალურად ჩავაგდებ საფრთხეში, რომ შემდეგ გადავარჩინო და მის თვალში გმირად გამოვჩნდე. შეიძლება ისე ვქნა რომ გავიტაცო შემდეგ გამოსასყიდი გადავუხადო ჩემს თავს და გადავარჩინო. :D

სპეციალურად დავუკვირდები მის სიტყვებს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მის სიტყვებში რაიმე სურვილი ან ნატვრა აღმოვაჩინო და შემდეგ ავუსრულო.

არავის არ შეუძლია ჩემი მართვა და მოკნუტება. თუმცა მას ეს მარტივად გამოდის. ზოგჯერ ჩემს თავს ვუბრაზდები რა კნუტივით ხარ რა გჭირსთქო, თუმცა ეს მისგან ძალიან მსიამოვნებს. 

 

წლების შემდეგ როდესაც ერთად დიდი ხანი ვიქნებით ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და ვიტყვი. ეს ჩემი ცხოვრება მხოლოდ მის გამო მიღირდა. 

ბოლოს ვიტყვი, "ჩემი ცხოვრება შედგა".

კომენტარები