ალბათ ყველამ შეამჩნიეთ მტრედების downtime ი ბოლო 2 კვირის მანძილზე. ეს იყო გეგმიური პროგრამული update რომელიც იზოლაციის დროს შეუმჩნევლად ჩანაცვლდა. რუსეთის დაზვერვის github ანგარიშზე ჯერ კდიევ 2019 წლის დეკემბერში დაკომიტდა PigeonOS ის ახალი ვერსია. ეს არ ყოფილა არც მაინორ update არც fix, ეს იყო სრულიად ახალი ვერსია რომელიც თავიდან გადაიწერა. ახალი ვერსია skratch დონიდან დაიწყო და უკვე 2019 წლის ბოლო კვარტალში ტესტირება დასრულდა. ვინაიდან ძველ ვერსიას არ ჰქონდა თვითგანახლების ფუნქცია ამიტომ საჭირო იყო მტრედების რამდენიმე დღით გათიშვა რათა ახალი ოპერაციული სისტემა დაინსტალირებულიყო თითოეულ მტრედში. მტრედების გათიშვა რა თქმა უნდა დიდი თავის ტკივილი იქნებოდა მათთვის და შესაძლოა კრემლის ცენტრალური დაზვერვის პარალიზება გამოეწვია. სწორედ ამიტომ კრემლმა ჩინეთის დახმარებით შეიმუშავა COVID ვირუსი რომელიც ქსელში ჯერ კიდევ 2018 წელს ჩაუშვეს. მათი მოლოდინით ეპიდემიის პიკი 2020 წლის 2 კვარტლის დასაწყიში იქნებოდა რა დროსაც რუსეთის დაზვერვას ექნებოდა დრო, გაეწვიათ მტრედები  რუსეთში სადაც ისინი მიიღებდნენ განახლებას. პანდემიამ რა თქმა უნდა გამოიღო შედეგი. მათ მოახერხეს მთელი მსოფლიოს ყურადღების გადატანა ვირუსზე და ამით მტრედების დროებით გაუჩინარება ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა. 

მოგეხსენებათ რუსეთი ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იყო დაკავებული ჯაშუში მტრედების შემუშავებით. დღესდღეისობით უკვე ჩვენ გვყავს მეხუთე თაობის მტრედები რომლებიც ფაქტობრივად სრულიად ორგანული ნივთიერებისგან არის დამზადებული. მათში ჩამოტნაჟებულია შემდეგი სენსორები:

  • მიკროფოონი
  • wireless fidelity მოდული
  • ხმამაღლა მოლაპარაკე ე.წ. speacker ანუ დინამიკი
  • NANO Micro Controller atmega128
  • Elastic ელემენტი 3000 მილიამპერი (მუშაობის დრო 72 სთ. stand by რეჟიმი 25 დღეზე მეტი. სრული დატენვის დრო 3 საათი)
  • ორი 2.0MP კამერა + wideview lens + night Vision + image stabilized binoculars
  • ინდუქციური ელექტრო კვების მიმღები

 

დღეისთვის უკვე ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იმყოფებიან მტრედები მათ შორის საქართველოში. ისინი არიან ყველგან. ჩვენს გვერდით. მათი კონტროლი კი კრემლს ხელეწიფება. 

განახლების ფაქტს არ გამოხმაურებია ოფიციალური პენტაგონი. მათი პრიორიტეტი სამიზნე ჯერ კიდევ covid ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაა. ხოლო ნატოს გენერალურიმა მდივნმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათი საგამოძიებო ბიურო დისკრეტულად მუშაობს ნატოს ავიამზიდებზე გავრცელებული ვირუსის წყაროს დადგენაზე. ხოლო გამოძიების პერიპეტიებზე დაყრდნობით გამოთქვამენ შესაძლო კავშირს მტრედების ახალი ვერსიასა და მათ ავიამზიდებზე მიზანმიმართულ ტერორიზმს შორის.

იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა მტრედებსა და ტერორიზმს შორის კავშირი, ეს ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთის და ჩინეთის მხრიდან საერთაშორისო მშვიდობაზე. ასეთ შემთხვევაში ნატო მზად არის საპასუხო ცეცხლი გაუხსნას რუსეთისა და ჩინეთის მთავრობას.
თუ როგორ და რა გზებით გეგმავს ნატო უხილავ მტერთან ბრძოლას უცნობია. 

ვფიქრობ იმ შემთხვევაში თუ ნატო დაარტყამს რუსეთს მაშინ რუსეთი მათ დაუპირისპირებს ბიოლოგიურ იარაღს ანუ მტრედებს. 

ვინაიდან ფაქტებზე დაყრდნობით აშკარა ხდება ჯაშუში მტრედების არსებობა, გერმანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა ბარტყი მტრედის სურათები თავის twitter გვერდზე, რათა დაეფარა ჯაშუში მტრედების არსებობის შესახებ ფაქტები. როგორც შემდგომში გერმანიის უშიშროებამ დაადგინა, აღნიშნული პირს კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვასთან, რის გამოც ზემოთ ხსენებული პირი გაძევებული იქნა გერმანიის ტერიტორიიდან. ექპერტებმა კი დაამტკიცეს სურათების სიყალბე. მას ასევე ბრალი დასდეს დეზინფორმაციაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლების 98.8% არ ჰყავს ნანახი ბარტყი მტრედი. დანარჩენს კი ამის მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად ეს ფაქტი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მტრედები რუსეთის დაზვერვის მიერ შექმნილი არსებები არიან.

მოგეხსენებათ საფრანგეთი არის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო შესაბამისად მათ უკვე მიიღეს ზომები მტრედების წინააღმდეგ. ბირთვული სადგურის ირგვლივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას უკვე დაურიგდა პნევმატური (ე.წ. კისტის) იარაღები რათა დაიცვან მათი ტერიტორია მტრედებისგან. მათ ასევე დაურიგდათ 50 ლიტრი საწვავი რათა დახოცილი მტრედების კრემაცია მოახდინონ. ვინაიდან სავსებით შესაძლებელია მტრედები იყოს გამიზნული ბიოლოგიური იარაღ, ისინი იყვნენ ვირუსის მატარებლები და შეიძლება წყაროც კი.

 

მოვლენებისგან გამომდინარე არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ ახალი PigeonOS ის დაემატა ისეთი ფუნქციონალი რომელიც წინა ვერსიაში არ იყო. თუ წინა ვერსიას არ შეეძლო თავდასხმა ადამიანზე ახლა შეიძლება ჩაითვალოს, რომ PigeonOS ახალ ვერსიას უკვე დაემატა ზემოთ ხსენებული მოდული. ასევე მიკროკონტროლერ atmega128 საშუალებით პროგრამა გახდა ჩუმი და მათ მიიღეს ე.წ Stealth mode მხარდაჭერა. მტრედების ახალ ვერსიას უკვე აღარ აქვს მუშაობის ხმა როგორსაც ადრე გამოსცემდა "ღუუუ ღუუუ". რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეუმჩნეველი გახდა როგორც რადარებისთვის ასევე სონარებისთვის.

 

 

გაჟონა ინფორმაციამამ სატესტო მტრედებზე. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო სადაც ნათლად ჩანს სატესტო მტერედების ვიდეო მასალა.

კომენტარები