ვფიქრობ რომ რბოლა არის ადამიანის თავისუფლების გამოხატულების ერთ-ერთი ფორმა.

ყველა ადამიანში დევს პირველობა, აკვიატებული სურვილებზე დამარცხება, მისი ძალის გამომჟღავნება და ადრენალინის მოზღვავება. ამ ყველაფრის გამოხატვა ჩემი აზრით რბოლაში ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი. რბოლის დროს მიდიხარ რისკზე, მთელი შინაგანი მეთი გინდა პირი გააღო და იღრიალო. გკიდია ყვეველაფერი გრძნობ მანქანას როგორც საკუთარ სხეულს და ზოგჯერ ყველაფერზეც ხარ წამსვლელი ოღონდაც შენი მოწინააღმდეგის წინ აღმოჩნდე. 

ცუდი ისაა რომ ძალიან ბევრი "ქუჩის მრბოლელი" ამას ქალაქის ქუჩებში გამოხატავს. ეს შეიძლება ითქვას რომ უბრალოდ მასტურბაციაა და საკუთარი თავის განადგურება. იმ დროს როცა მხოლოდ ერთ რაიმეზე ფიქრობ,  ნებისმიერი გზით მოწინააღმდეგის წინ აღოჩნდე, დიდი შანსია ეს ყველაფერი ფატალურად დაასრულო. 
ჩემი აზრით ესეთი ტიპები სულ ქუჩის უბრალო ჯიბის ქურდებად დარჩებიან. 

თუ ერთხელ მაინც დადგები ტრეკზე მიხვდები, რომ რამხელა სისულელეს აკეთებდი და როგორ გიმართლებდა მაშინ როცა ქუჩაში რბოლაში იღებდი მონაწილეობას. აღმოაჩენ რომ აქამდე თუ შენი თავი უკვე მაგარ მრბოლელი გეგონა სინამდვილეში ტარებაც კი არ გცოდნია. ჩემი თხოვნაა ყველამ წახვიდეთ და გამოცადოთ თქვენი თავი ტრეკზე.

 

ნუ რათქმაუნდა ყველას ჩვენი შეხედულება გვაქვს ამ სპორტის მიმართ, თუმცა ჩემი აზრით რაც არ უნდა არ გაინტერესებდეს რბოლა და შეთვის მანქანა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაა და მეტი არაფერი მაინც გენიჭება სიამოვნება როდესაც მოწინააღმდეგეს გაასწრებ, და ამას ყველას ეუბნები, არადა 2 წუთის წინ შეიძლება ამბობდი რომ მანქანა და რბოლა მაგარი გახატია, სინამდვილეში არ გახატია, რადგან ყველაში დევს ეს გრძნობა.

 

რბოლის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, მის ჩამოთვლას არ დავიწყებ უეჭველი გამომრჩება და ზოგი შეიძლება არც კი ვიცოდე. ძირითადად ვიცით 4 ტიპის, სპრინტი, დრაგი, დრიფტი და რალი.

მე პირადად დრაგის მოყვარული არ ვარ თუმცა სხვა დანარჩენი ჩემი სტიქიაა ასე რომ ვთქვათ.

მოკლედ რომ ვთქვათ მთელი მუღამი არის შენი მანქანის "მოხოდვაში". მოდგი ამ პოსტში გავიაროთ ძირითადად ყველაფერი თუ როგორ უნდა გახდე მრბოლელი.

 

ყველაფერი რათქმაუნდა მანქანის არჩევით იწყება. უკეთესზე უკეთეს მანქანას ვერ გამოლევ, ამიტომ უნდა შეეშვათ ფიქრს ამაზე. რბოლა ბევრ ხარჯებტან არის დაკავშირებული, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ მანქანის არჩევისას ჯობია ყოველთვის აარჩიო იაფიანი მანქანა რომლის გაფუჭებაც არ დაგენანება. პრინციპში მე არ მგონია რომ სუპერქარით და high end კლასის მანქანით ისწავლლო რბოლა. როდესაც ტრეკზე გადიხარ ამ დროს შენ ხელს აწერ იმას რომ შეიძლება ყოველჯერზე დაიმტვრე. პროფესიონალი მრბოლელებიც კი ხვდებიან ავარიაში ვარჯიშებზეც. ამას უნდა შეეგუო. 
ზოგი მანქანას არასწორად აფასებს ანუ თუ თქვენ გყავთ სიტყვაზე 1.6 ლიტრ ძრავიანი მანქანა არ ნიშნავს იმას რომ ტქვენ რბოლას ვერ მოიგებთ, ჯერ ერთი არარსებობს ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს ისეთი რბოლა რომელშიც ართანაბარი შანსიაქვს მანქანებს, არცერთ რბოლაში არ დადგება 1.6 ლიტრიანი და 3.5 ლიტრიანი მანქანები და თუ დადგებიან კოეფიციენტებიც შესაბამისად იქნება განაწილებული, ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა მანქანას თანაბარი შანსი აქვს.

ზოგადად რბოლაში ქულების დათვლა ხდება შემდეგი ცხრილის სახით:

ადგილი ქულა
I 10
II 8
III 6
IV 5
V 4
VI 3
VII 2
VIII 1

მანქანები იყო 4 კატეგორიად: 

  • 1.5 ლიტრიანი ძრავი
  • 2.0 ლიტრიანი ძრავი
  • 3.0 ლიტრიანი ძრავი
  • აბსოლიტური

კოეფიციენტების ცხრილი შემდეგნაირია:

ძრავი კოეფიციენტი
VITEC, VVTI, M; 1.2
Compressor 1.4
Turbo 1.7
Diesel 0.9
Turbo Diesel 1.2
Rotor აბსოლიტური

 

დავუბრუნდეთ მანქანის შერჩევას, ზოგადად კარგია ავარჩიოთ იაფიანი მანქანა  რომლის შეკეთებაც და გადაკეთებაც იაფი დაგვიჯდება. ესეთი მანქანებია ძირითადად bmw ს მარკის. 

bmw 3er e30/e36/e46, z3, z4 მათი გადაკეთება სხვებთან შედარებით ძალიან მარტივია, ნაწილებიც ბევრია საქართველოში და იაფიც ღირს.

mazda mx5, nissan gtr/gts seriers, nissan silvia და ასე შემდეგ.

ჩემი რეკომენდაცია დასაწყისითვის იყიდოთ bmw e36, დაახლოებით 1000-1500$ ფარგლებში 2.0 ძრავი.

დაიწყეთ ვარჯიში. როდესაც იტყვით რომ მორჩა ამაზე უკეთეს დროს ვერ ვეღარ აჩვენებ აქედან იწყება დაუსრულებელი ციკლები მანქანის გადაკეთების და გაძლიერების.

პირველი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მანქანის ამჩატებაა. ეს არის ყველაზე შედეგიანი და უიაფესი გზა რითაც შეგიძლია აჩვენო უკეთესი დრო. გადაყარეთ სავარძლები ჩამოხსენით ჭერი ნოხები ერთი სიტყვი ყველაფერი რისი ამოღებაც შეიძლება, ჩახსენით კონდენციონერი მაგნიტოფონი და ასე შემდეგ მოიცილეთ ყველაფერი. კარგი იქნება თუ გვერდით შუშებს და უკანა შუშას ამოიღებთ და მათ ნაცვლად პოლიეთილენის შუშებს ჩასვამთ. ამოჭერით ზედმეტი რკინები კონსტრიქციაც კი. მაგალითად შეგიძლიათ საბარგულის ამოჭრაც. პრინციპში ამჩატება ფაქტიურად დაუსრულებელი პროცესია კაპოტი საბარგული შეგიძლიათ სტეკლოვატისგან ჩამოასხათ ამით ბევრ მასას მოაკლებთ. საწვავის ბაკი ამოიღოთ და გააკეთოთ შედარებით თხელი და მჩატე პატარა ბაკი, რომელიც სასურველი საბარგულში ჩაამონტაჟოთ. უსაფრთხოების ბალიშები ღვედები ნუ ერთი სიტყვით ყველაფერი.

თუმცა ცუდი ის არის რომ ამ დროს თქვენ ხდებით დაუცველი ავარიის შემთხვევაში, ამიტომ საჭიროა მანქანას გაუკეთოთ ომოლოგია. 

ფაქტიურად ყველა მანქანის ომოლოგიური ნაზახის მოძიება შეგიძლიათ გუგლში რის მიხედვითაც გააკეთებთ კონსტრუქციას. მანქანაში აუცილებელია ცეცხლმაქრი, უბჯობესია ცეცხლმაქრს გაუკეთოთ მილები და სალონის წიმა მხარეს ისე განალაგოთ რომ ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში თქვენ დაცული იყოთ. არ დაგავიწყდეთ იატაკზე დაწებებული ტოლის მაგვარი შავი ნაჭრების ამოძრობა (აღარ მახსოვს ამათ რა ქვია). ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მათ ეგრევე ეკიდება ცეცხლი. საჭირო ინქება სამუხრუჭე სისტემის სრული შეცვლა უფრო ძლიერი მიხრუჭის საპორტებით და დიდი სამუხრუჭე დისკით. რადგან მჩატე მანქანა ძალიან სახიფათო გასაჩერებელია მითუმეტეს თუ ქარხნული სამუხრუჭე სისტემა გაქვთ. 
ასევე თქვენ როგორ მრბოლელს მოგიწევთ იყიდოთ ჩაფხუტი, რადგან ომოლოგირებულ მანქანაში უძაფხუტოდ სიარული აკრძალულია, რბოლაზე არ დაიშვებით ჩაფხუტის გარეშე. ასევე დაგჭირდებათ ეკიპირება. სარბოლო ფორმა რომელიც ცეცხლგამძლეა, ხელთათმანებით და ფეხსაცმელებით. რბოლელი უნდა გავდეს მრბოლელს და არა ქუჩის ხულიგანს.

გილოცავთ ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ნამდვილ რბოლელის გზას დაადექით.

 

ივარჯიშეთ რაც შეიძლება ბევრი. რათქმაუნდა ეს ყველაფერი შენი ხარჯით უნდა გააკეთო. ვარჯიშის თანხები საბურავები, საწვავი ლუბრიკანტები და დაზიანებული მანქანის შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კიი მართალია ეს ძვირიანი სპორტია. ცოტახანში მიხვდებით რომ მთელი თქვენი შემოსავალი მანქანას დაახარჯეთ. თუმცა თუ ნამდვილად გიყვართ ეს საქმე ამას ეგუები.

თუმცა საბურავები მაინც ყველაზე დიდი ტკივილია. შეიძლება 5 წუთში კარგი საბურავი გაისტურმოთ იმქვეყნად. და დაიწყებთ ძველ საბურავებზე ნადირობას. შეიძლება ღამე დაგესიზმროს როგორ აძლევს პირში საბურავები შენ საფულეს. 

 

ამის შემდეგ იწყება გამუდმებული მოდიფიკაციები. ამორტიზატორის სიტემის გამოცვლა მეორე დიდი ნაბიჯი იქნება შენი მანქანის პერფორმანსისთვის. შეცვალეთ დისკები დააყენეთ გამძლე და რაც შეიძლება მსუბუქი დისკები. შეცვლაეთ ჩიბუხები, სვეჩები, იჟექტორები გაწმინდეთ ან დააყენეთ მაღალი წნევის ბენზინის ნასოსი. შეცვალეთ რადიატორი უკეთესი გაგრილებისთვის. 
გაუფთხილდით ძრავს ხშირად შეცვალეთ ზეთი და ნუ გადაახურებთ მას. დაუყენეთ ძრავის ზეთს გამაგრიელებელი. 

 

თუ თქვენი მანქანის პერფორმანსი გაკმაყოფილებთ მაშინ რა აზრის ხართ გატუროებაზე ან ძრავის შეცვალზე? ერთი სიტყვი რაც უფრო ეშვებით ამ სამყაროში მით უფროდაუფრო ხვდებით რომ ეს გაუთავებელი პროცესია. თუმცა რბოლაც არ არის მოსაწყენი ყოველ ჯერზე უკეთესად გადიხარ ტრეკს და უკეტეს დროს აჩვენებ.


მიიღეთ მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრ ივენთებზე რათა გაგიცნოს ყველამ. დაიწყეთ მოლაპარაკება ინვესტორებთა, ან რომელიმე საჯინიბოში დაიწყო მუშაობა პილოტად.

 

საქართველოში ეს საქმე შემოსავლიანი არ არის თუმცა თუ ყველაფერს სწორად გააკეტებ და ბევრს ივარჯიშებს შენ აუცილებლად ნახავ საჯინიბოს ან ინვესტორს. ისინი ყოველ ინევთის გასვლაზე თანხას გადაგიხდიან, რაც ასე თუ ისე საკმარისი იქნება საწვავისთვის და საბურავებისთვის. რაც უფრო მეტ რბოლაში მიიღებ მონაწილეობას და თუ ბევრ რბოლასაც მოიგებ ბევრი ინვესტორი გეყოლება და შეიძლება ამით ფულიც კი იშოვნო.

 

დიდი პოსტი რომ არ გამომივიდეს მოდი დღეისთვის აქ გავჩერდები და შედეგ პოსტები კიდევ უფრო დეტალურად გავიხილავ სხვა დეტალებსაც.

 

 

კომენტარები