ჩემი ნაცნობებისგან ხშირად გამიგია ეს ფრაზები: "შენ კაი კარტის გაშლა იცი", "აუ ჩემი მეგობრის მეგობარი შლის კარტს გადაირევი", "კარტის გაშლა იცი?" და ასე შემდეგ  მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვღადაობთ ამ თემაზე, კარტის გაშლის ფენომენტზე. ხოდა ერთხელ საქმე რომ არ მქონდა მეთქი რასუძახის ეს ხალხი კარტის გაშლას მოდი ვნახავთქო. ბევრი ვერაფერი გავიგე მაგრამ გავიგე რამდენიმე რამ.

 

პირველ რიგში ტაროს კარტი. ნუ განაგონი მქონდა რაღაც კუდიანების კარტი რომ იყო მაგრამ აზრზე არ ვიყავი რაიყო ხოდა რაღაცეებში გავერკვიე. 

ესეიგი მკითხაობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტაროს კარტით მკითხაობა. 

tarot cards

ტაროს კარტის ყიდვა შეგიძლიათ საქართველოშ სადგურის მოედანზე, ყოფილი ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორებზე იქ სადაც წიგნები იყიდება. ან შეგიძლიათ გამოწეროთ ebay, amazon

 

სანამ მკითხაობას დაიწყებთ მანამ კარტი უნდა დამუხტოთ. დამუხტვა შეიძლება თითოეული კარტის ცეცხლზე გადატარებით. ამით ის ხვდება რომ მას ახალი პატრონი ყავს. გაჩუქების შემთხვევაში თავიდან უნდა მოხდეს დამუხტვა. ესე ხდება მისი დარესეტება ერთი სიტყვით. ოღონდ ისე რომ არ დაგეწვათ რათმაუნდა.

შემდეგ მას უნდა გააცნოთ თავენი თავი. უნდა ამოიღოთ დასტა და უამბოთ ყოველდღიური ამბები შენს შესახებ შენს წარსულზე და ოცნებებზე და ასე შემდეგ. ამით ის სწავლობს მეპატრონეს. ოღონდ ეს უნდა გააკეთოდ მაშინ როდესაც კარგ ხასიათზე ხართ. ხშირად ამოიღოთ და დააკვირდეთ თითოეულ კარტს რათა დაამყაროთ ურთიერთობა. ნუ ერთი სიტყვით ატარეთ ყველგან. ამოიდევით ბალიშის ქვეშ და ასე შემდეგ.

 

მკითხაობის რამოდენიმე ფორმაა, განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი. სხვა სახის მკითხაობებზე ბევრი ინფრომაციაა გუგლში.

 

შეკითხვა

ეს ყველაზე ბეიზიკ მეთოდია. უბრალოდ დაუსვით კითხვა. აჩეხეთ კარტი და მოიღეთ ერთი არკანი. ამ არკანით შეგიძლიათ განსაზღვოთ პასუხი.

 

სიტუაციაის განხივა და სოლუშენი

 ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ სიტუაციაის განვითარებას. ჩაიფიქრეთ შეკითხვა და კარტი გაშალეთ შემდეგნაირად:

შეკითხვის მაგალითი: რა მოხდება თუ პრობლემას ან სიტუაციაას გადაჭრი ამ გზით. და რა მოხდება თუ არ გააკეთებ ამას. და ასე შემდეგ.

3,1,5 ამ მიმდვრობით აღწერს სიტუაციაის განვითარებას თუ გააკეთებ ჩაფიქრებულს
4,2,6 ამ მიმდევრობით აღწერს სიტუაციაას თუ არ გააკეთებთ ჩაფიქრებულს
7 კითხვის მიზეზი

 

ბორბალი

ამ მეთოდით შეგიძლიათ კაარკვიოთ თუ რა ფაქტორები ახდენენ გავლენას კონკრეტულ სიტუაციააში ან ამ სიტუაციააში შენზე. ჩაიფიქრეთ კითხვა და გაშალეთ კარტი შემდეგნაირად:

შეკითხვის მაგალითი: რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას კონკრეტულ სიტუაციაზე? “რა ძალები ახდენენ ზეგავლენას ჩემს დამოკიდებულებაზე რაღაცის მიმართ?

1 არსებული სიტუაციაა
2 წარსულში მომხდარი ცვლილებები
3 ფარული და არაამქვეყნიური ზეგავლენა
4 ახალი ზეგავლენა რომელიც გეწვიათ
5 ყველა ზეგავლენის სინთეზი

 

 

სიცოცხლის გასაღები

გამოიყენება კონკრეტული სიტუაციაის გასაანალიზებლად და მიზეზების გამოძიებისთვის. ჩაიფიქრეთ კითხვა და გაშალეთ კარტი შემდეგნაირად:

შეკითხვის მაგალითი: “რამ გამოიწვია კონკრეტული სიტუაციის შექმნა?” “რა ფარული ძალები ახდენენ ზეგავლენას კონკრეტულ სიტუაციაზე?” “რა არის ჩემი პრობლემების მიზეზი?”.

 

1,2 ამ სიტუაციის 2 მამოძრავებელი ძალა, ორი ერთდროული იმპულსი.
3, 4, 5, 6 სულიერი გამოცდილება რომელიც ამ სიტუაციააში გაანალიზებისას დააგროვეთ
7,8,9 გიჩვენებს მომავლის პერსპექტივებს

 

 

ასევე გაგაცნობთ სახლის სულტან დაკავშირების მეთოდს ტაროს კარტით

სახლის სულებთან კონტაქტი

თუ ფიქრობ რომ შენს სახლში ოჯახის წევრების გარდა სხვებიც ცხოვრობენ თუმცა ამას შენ ვერ ხედავს ან თუ რაიმე არსებები გეხებიან ან და ნივთები გადაადგილდება თავისით მაშინ შეგიძლია დაამყარო კონტაქტი სულებთან რომელიც შენს სახლში არიან.

 

ამოიღეთ იმდენი კარტი რამდენი წევრიც ცხოვრობთ სახლში. მაგალითად თუ 3 ცხოვრობთ აიღეთ 3 კარტი.

გახსენით მიმდევრობით.

  1. რას ფიქრობს “დამავოი” სახლის ენერგეტიკაზე,
  2. როგორი დამოკიდებულება აქვს, მას თქვენს ოჯახთან,
  3. რანაირად ცხოვრობს ამ სახლში,
  4. რას ფიქრობს “დამავოი” სახლის უფროსზე,
  5. რას ფიქრობს ის დიასახლისზე,
  6. რას ფიქრობს ის, ოჯახში მყოფ ყველაზე უმცროს წევრზე (იგულისხმება ბიჭი),
  7. რას ფიქრობს ის, ოჯახში მყოფ ყველაზე უმცროს წევრზე (იგულისხმება გოგო),
  8. როგორი დამოკიდებულება აქვს დამავოის, თქვენს ოჯახში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,
  9. როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ უჩვეულო მოვლენები შეწყდეს თქვენს ოჯახში,
  10. რისი თქმა სურს დამავოის თქვენთვის?

კომენტარები