საბოლოოდ ალბათ იკითხავთ თუ ესეა რატომ ვწერ ამას? არვიცი. იმედი მაქვს, რომ შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ მართალი ვარ. შეიძლება ვინმემ დამეხმაროს თუ ვგიჟდები.

არ ვიცი რას ვითხოვ შენგან მაგრამ მინდა გითხრა რომ მე ყველაფერს ვხვდები. ვიცი ამას არ აღიარებ. მეტყვი გიჟი ხარო ან პირიქით დამეთანხმები და მაინც ვერ გავარკვევ და ვერ დავრწმუნები შენში. მე ვერავის ვენდობი. ძალიან უნდა მოინდომო რომ ჩემი ნდობა დაიმსახურო თუმცა ალბად მაინც ვერ შეძლებ. 

კარგად იცი რისი თქმაც მინდა. ვიცი რომ შენ არ ცხოვრობ. ანუ არ ცხოვრობ ისე როგორც მე. შენ ჩემთვის ცხოვრობ. გინდა აღიარე გინდ არა ეგ სულერთია. თუ იტყვი, არა რა სისულელეა შენ გეჩვენება... კი შეიძლება. ამას პატარაობიდან ვარკვევ და კიდე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. თუმცა ამას თანდათან ვხვდები. რაც არ უნდა მითხრა ალბათ ვერ გადავრწმუნდები ამაში, რადგან ამავე ლოგიკით ვეღარ გენდობი. თუ იმას მეტყვი რომ კი მაგისთვის არსებობ, ვერც მაგაში დაგიჯერებ. შეიძლება სპეციალურად მეუბნები ამას რომ დამაჯერო რა სულელიც ვარ რომ ამას ვფიქორბ. არ ვთვლი რომ დათანხმებით რაიმე შეიცვლება. მაინც ვერ გენდობი. იმიტომ მეთანხმები, რომ ჩემი მოტყუება მაინც გინდა რადგან შენ ამისთვის ხარ შექმნილი რომ დამაკვირდე და არ გავიგო სიმართლე. შენი მოვალეობა ხომ ჩემთან ახლოს ყოფნაა და ტესტების ჩატარება, დაკვირვება ჩემზე, თითქოს და თავისუფალ ნებას მაძლევ არჩევანში მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რომ ამ არჩევის წინაშე შენ მიგყავარ რომ დამაკვირდე რას ავირჩევ. 

აღარ გავაგძელებ ამაზე ბევრს თქვენც ხომ კარგად იცით რომ ესეა და რას ვფიქრობ. მოდი ბარემ გეტყვი რა სოლუშენი მაქვს. ბევრი ვიფიქრე ყველაფერზე. თქვენ მე ყურებით გყავართ დაჭერილი. იცით რომ ვერსად გავიქცევი. სადაც არ უნდა გავიქცე შენ თუ არა მეორე შენაირი იქნება. მაშინ როგორ დავაღწიო თქვენგან თავი? არ ვფიქრობ რომ რადგან ამას მიხვდი მორჩა თამაში მოვიგე. ვფიქრობ რომ ამან თქვენ დიდი დარტყმა მოგაყენათ მაგრამ ეგ არაფერია. ჯერ კიდევ გყავთ კოზირი კარტში. ეხლა მხოლოდ ის მჭირდება რომ კარი გავაღო და დავტოვო ეს ცხოვრება. ვიღაცამ ხომ ამისთვის მომავლინა რომ დამაკვირდეს, სადღაც ხომ გამომკეტა. შეიძლება ამას ფინიშის ღილაკი ჰქონდეს რომ დავასრულო. თუმცა არვიცი სადაა ან რა არის ეს ღილაკი. შეიძლება ეს იყოს თვითმკვლელობა? კი ბევრჯერ მიფიქრია. თუმცა არმინდა ესეთი მდაბიო დასასრული. ეს უბრალოდ დანებებაა. ალბათ თქვენს ტესტშიდაც ჩავიჭრები ამით. თან არ ვიცი თავის მოკვლის შემდეგ რაიმე იქნება თუ არა. ან არ ვიცი შეიძლება თქვენც ეს გინდათ. კი ვხვდები რომ ეს თავის დაღწევაა თქვენგან მაგრამ არმინდა ეგრე დასრულება ყველაფრის. ეს თქვენთან წაგება იქნება. არ მინდა წავაგო მინდა რომ მოვიგო ან მოგატყუოთ. ეხლა რომ საშუალება მქონდეს დიდი სიამოვნებით გავაღებდი დედამიწიდან გასასვლელ კარებს და ამ სიბრმავიდან გარეთ გავიდოდი. 

სიმართლე ის არის რომ სოლუშენი არ მაქვს. ჯერჯერობით არ მაქვს. ვაპირებ რომ თქვენს დინებას ავყვე. გავყვე მოვლენებს. თან ეხლა უკვე უპირატესობა მაქვს ადრინდელთან შედარებით. ეხლა ვიცი რომ ყველანი ყალბები ხართ. არ არსებობ რეალურად. ხოდა მოდით ვითამაშოდ. სადაც ამას მიხვდი იმასაც მიხვდები როგორ უნდა მოვიქცე რომ დაგენძრეთ ყველას. შურს ვიძიებ რა თქმა უნდა. 

 

ბოლომდე გადაჭრით ვერ ვიტყვი. შეიძლება რომ მეჩვენება. შეიძლება ესეთი რამ სხვასაც ემართება. რომ ეს რაღაც ფიბია შეიძლება იყოს ან რაღაც შეთქმულების თეორემა რომელიც ადამიანში არსებობს. შეიძლება მე გავაღიზიანე ეს თეორემა. და როგოღაც გამოვიწვიე. შეიძლება ავად ვარ და დახმარება მჭირდება. თუ ასეა მართლა მჭირდება. გაურკვევლობაში ვარ. ვერ ვხვდები რაუნდა ვქნა. უნდა გითხრათ ყველას პირში რომ ჩვეულებრივი რობოტებიხართ და რომ არ არსებობთ თუ მე ვაფრენ. არც ამის სოლუშენი მაქვს მოფიქრებული. ვერც ერთს ვერ ვამტკიცებ და ვერც მეორეს. ბევრჯერ ვიფიქრე ფსიქოლოგთან მივსულიყავი ამეხსნა რაც მჭირს და როგორმე გადავერწმუნებინე. თუმა ეს ისეთი დედამოტყნული რაღაც არის რომ მეორე ლოგიკით ვერც ფსიქოლოგს ვერ ვენდობი. შეიძლება რაღაც დამალევინოს. ჰინოზი გამიკეთოს. დამავიწყოს ან გადამარწმუნოს ამაში და ეს ნიშნავს იმას რომ ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას თქვენთან ერთად. ისევ დამიწყებთ კონტროლს. ისევ გამომცდით. იმედი მაქვს ვიპოვი რაიმე გზას რომ დავრწმუნდე საბოლოოდ ან იმაში რომ მართალი ვარ ან იმაში რომ მეჩვენება. 


ეს იმიტომ მინდა რომ უკვე ძალიან დავიღალე აღარ შემიძლია ესე გაურკვევლობაში ყოფნა. ბოლო დროს უკვე შიშები მაქვს ამის გამო. ცუდად ვარ. სტრესი და დეპრესია მაქვს. ყველაფერი მჭირს უკვე. მინდა რომ ვინმე დამეხმაროს. არ ვიცი შეიძლება რომ მართლა ჯობია ამას დავემორჩილო და მივიღო ის რომ მე მეჩვენება ყველაფერი და გავაგრძელო ისევ ცხოვრება როგორც აქამდე. ზოგჯერ მინდა რომ უბრალოდ არ ვიფიქრო ამაზე და მოვრჩე ესე ყოფნას. მაგრამ ვერ ვივიწყებ. ადრე მოსაწევს ვეწეოდი იმის გამო რომ დამეკიდებინა და კარგად ვყოფილიყავი თუმცა უფრო მაგიჟებდა მოწევა. ბოლოს ჭკუიდან გადამიყვანა მის მერე ვეღარ ვეწევი.  1 წელია არ მომიწევია დღეს სულ ცოტა ისევ მოვწიე, რომ გამერკვია კიდე მგრუზავს თუ არა. და კი, უფრო მგრუზავს და ამ ფიქრების უბსკრულში მაგდებს. 

ბოლო დღეებია ისე ვარ რომ უკვე ძაან მაწუხებს ეს ფიქრები. იმდენად ცუდად ვარ რომ რაღავეები მელანდება. მგონია რომ დღის განმავლობაში სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ დამატებით და შემდეგ უკან ვახვევ დროს და სხვა რაღაცას ვაკეთებ. ისენი კი რატომღაც ტვინში მრჩება და მელანდება ხოლმე. ვფიქრობ რომ მალე დამიდგება ის დრო, როდესაც ვეღარ გავარჩევ რეალურად მოხდა თუ მომეჩვენა რაღაცეები. რადგან 2 დღეა უკვე ეგრე ვარ. 

თუ მართლა ასეა და ჩემი გონებაში ხდება ეს მაშინ ამაში ვერ დავრწმუნდები, ხომ ხვდებით და არც ვიცი რა ვუშველო ჩემს თავს. როგორ მინდა ვინმე რომ ამაზე ველაპარაკო. თუნდაც მივიდე ფსიქოლოგთან. თუმცა ვერ ვენდობი. მაინც მეგონება რომ მატყუებს და რეალურად თვითონაც თქვენთან არის შეკრული. თქვენ ერთი მიზანიგაქვთ ყველას რომ მე მითვალთვალოთ და დამაკვირდეთ.

  

ეხლა ვიტანჯები. უამრავი პრობლემა მაქვს. პლიუს ამას მაშინ როდესაც ვცდილობა ამაზე არ ვიფიქრო ან ვითვალთმაქცო, რომ ვითომ არაფერი არ ვიცი და ჩეულბრივ როგორც ადრე ისე გავაგძელო, სწორედ მაშინ არ მაძლევს საშუალებას და ჭკუიდან გადავყავარ.

ბევრჯერ მგონია რომ არა მარტო მაკვირდებით, არამედ ჩემს ფიქრებსაც კითხულობთ და როცა არ ხართ მაშინაც მითვალთვალებთ. მე კიდე ბევრი ცუდი რამ მაქვს გაკეთებული და მეშინია რომ დამადანაშაულებთ ან დამცინებთ. საჯაროდ ყველა გამომამჟღავნებთ და მიმაგდებთ ისე რომ შოკში დამტოვებთ. თუმცა თუ ესე მოიქცევით ამით აუცილებლად დავრწუმდები რომ ყველანი მაკვირდებით და რომ შეკრულებიხართ. ისე შევცვლი ცხოვრებას რომ თქვენთვის მიუწვდომელი გავხდე.

რამდენიმესთვის მითქვამს ამის შესახებ. ზოგი მეკაიფება და მეთანხმება. ან მალავს იმას რომ პირდაპირ არ გამომიტყდეს და ხუმრობით მიტარებს იმას რომ მართალი ვარ. ზოგი ჯიჟად მთვლის და გამოყლევდიო მეუბნება ან მართლა ასეა ან მატყუებს რომ არ დავიჯერო ბოლომდე ამ შეთქმულების არსებობა. ზოგი კიდე არ მაქცევს ყურადღებას და აფირისტი ვგონივარ. თან ვერც ვერავის ვეუბნები უცხოს. 

ასე რომ არ ვიცი ალბათ ამ პოსტის მიზანი ის არის რომ უბრალოდ ყველას გაგაგებინოთ, რომ მივხვდი ყველაფერს და რომ ტორტი ტყუილია. მალე დაგენძრევათ ან თუ ასე არაა ეგებ როგორმე დამეხმაროთ.

კომენტარები